ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

კახა კალაძე - არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და თავს ესხმიან ყველაფერს, რაც ჩვენთვის ძვირფასია

ნახვები: 516 კახა კალაძე - არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და თავს ესხმიან ყველაფერს, რაც ჩვენთვის ძვირფასია

არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და ჩვეულებრივი მხარე არიან. ეს სიახლე არ არის - არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიღაცას ტალახი ესროლონ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის შეფასებით, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები "მათი პატრონების" დავალებებს ასრულებენ.

„არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და ჩვეულებრივი მხარე არიან. ეს სიახლე არ არის. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა 2020 წლის არჩევნები რომ ავიღოთ, როცა შედეგების გამოცხადება ხდებოდა, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც პარალელურ დათვლებს აკეთებდა, გააყალბა პარალელური დათვლა იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა შემოეტანა, რევოლუცია და გადატრიალება მოეწყოთ. რაზე ვსაუბრობთ? ეს არასამთავრობო ორგანიზაციებია თავს ესხმიან სხვადასხვა ინსტიტუციებს, ეკლესიას, სარწმუნოებას, ყველაფერს, თუ კი რაიმე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ძვირფასია, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიღაცას ტალახი ესროლონ. მე მგონია, რომ ეს არის მათი პატრონების დავალება. საიდანაც იმართებიან და ვისი ინტერესიც არის ის, რომ ქვეყანაში იყოს ყოველთვის დაძაბულობა, რყევები. ამ ადამიანების ხელით აღვივებენ პოლარიზაციას, დაპირისპირებას და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა