ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

შალვა პაპუაშვილი - რამდენჯერაც მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ყოველ ჯერზე ეს იყო უცხოეთიდან

ნახვები: 517 შალვა პაპუაშვილი - რამდენჯერაც მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ყოველ ჯერზე ეს იყო უცხოეთიდან

რამდენჯერაც მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ყოველ ჯერზე ეს იყო უცხოეთიდან - გავიხსენოთ მელიას შეწყალება, გვარამიას შეწყალება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის მავნე იქნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ჩართულები დამოუკიდებელი ქვეყნის მართლმსაჯულებაში.

„საქართველო უნდა მართოს ქართველმა ხალხმა თუ უცხოელებმა, ეს არის საკითხი. ჩვენ ჩვენს 30- წლიან დამოუკიდებლობაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ქართველი ხალხია ის, ვინც უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, ის, ვისი მანდატითაც უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები. NGO-ები, რომლებიც 100%-ით ფინანსდებიან უცხოეთიდან, ამბობენ, რომ მათმა დამფინანსებლებმა უნდა მართონ ჩვენი ქვეყანა, მათ უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყოს მოსამართლე და ვინ - არა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არანაირი ხალხის წარმომადგენლები ეს ორგანიზაციები არ არიან. ისინი არიან საკუთარი დონორების წარმომადგენლები და, რა თქმა უნდა, მათი ინტერესია, რომ რამენაირად საკუთარი დამფინანსებლები ჩართონ ხალხის მართვაში. 26 ოქტომბერს არის არჩევნები. ჩვენ ამ არჩევნებზე გავალთ ამ კონცეფციით, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და შეგვიძლია თავად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ უცხოელი მეურვეები ჩავრთოთ მართლმსაჯულების სისტემის გადასაწყვეტად. ჩვენ სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, რამდენჯერაც მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ყოველ ჯერზე ეს მოხდა უცხოეთიდან. გავიხსენოთ მელიას შეწყალება, გვარამიას შეწყალება. ყოველ ჯერზე, როდესაც ქართულ მართლმსაჯულებაში ვინმე ჩაერია, ეს ჩარევა იყო უცხოეთიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მავნე იქნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ჩართულები დამოუკიდებელი ქვეყნის მართლმსაჯულებაში. სამწუხაროა, როდესაც მართლმსაჯულებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველ ხალხს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, უუნაროები არიან და უცხოელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, მაშინ მოსამართლეებიც არ უნდა იყვნენ ქართველები და უცხოელი მოსამართლეები უნდა გვყავდეს, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა, მთლიანი დათმობა დამოუკიდებლობის, რომლისთვისაც ქართველი ხალხი იბრძოდა ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა