ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

თიბისი პროექტის „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“ მხარდამჭერია

ნახვები: 517 თიბისი პროექტის „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“ მხარდამჭერია

თიბისის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით იწყება პროექტი „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“.პროექტის მიზანია, გააცნოს პედაგოგებს ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მახასიათებლები, მიაწოდოს მათ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმის შესახებ და გაზარდოს ხელმისაწვდომობა მასწავლებლებში ტექნოლოგიურ ცოდნაზე. ტრენინგ კურსებზე, მასწავლებლების რეგისტრაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაწყებულია და 25 მარტის ჩათვლით გრძელდება. მიღებული განაცხადებიდან შეირჩევა ოცდაათი ICT მიმართულების სკოლის მასწავლებელი, რომლებიც შეისწავლიან და გადამზადდებიან შემდეგი მიმართულებით:

 ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მიმოხილვა

 ხელოვნური ინტელექტის არსებული პლატფორმები და მათი გამოყენება

 მობილური აპლიკაციების პროტოტიპირება MIT App Inventor

 ხელოვნური ინტელექტის მარტივი მოდელების ინტეგრირება

 ინფორმაციული უსაფრთხოება განათლებაში.

ტრენინგების სერია აპრილიდან დაიწყება და ჯამში 12 ონლაინ შეხვედრას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ფინალური კონფერენცია და ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. პროექტი სრულად დაფინანსებულია. ტრენინგ კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 25 მარტის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/xGR3VD5yrY პროექტის პარტნიორები არიან: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ასოციაცია - „Teachers Lab“, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია „Techdro“.

თიბისისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით თიბისი მასწავლებლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია ხელოვნური ინტელექტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების წამყვან მიმართულებებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა