ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

მამუკა მდინარაძემ განმარტა რა შემთხვევაში იქნება აკრძალული „პრაიდის“ ჩატარება და ე.წ. ცისარტყელის დროშის გამოყენება

ნახვები: 517 მამუკა მდინარაძემ განმარტა რა შემთხვევაში იქნება აკრძალული „პრაიდის“ ჩატარება და ე.წ. ცისარტყელის დროშის გამოყენება

თუ „პრაიდის“ შეკრება შეფასდება ისე, რომ ეს არის პოპულარიზაცია, მაშინ კი, თუ შეფასდება ისე, რომ არა - მაშინ არაა - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ასე უპასუხა დასმულ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, აიკრძალება თუ არა „თბილისი პრაიდი“ და ე.წ. ცისარტყელა დროშის გამოყენება.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს და ბალანსი უნდა მოიძებნოს პროპაგანდასა და უფლებების დაცვას შორის. მისი თქმით, როცა საკითხი შეეხება უფლებების დაცვას, ის ვერანაირად ვერ იქნება აკრძალული.

„ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე გაცილებით მეტი შეკრებას და ასეთი არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების თავისი სექსუალური შეხედულებების წარმოჩენას ქუჩაში, ასევე ეკლესიებთან, სკოლებთან ჩამოვლას და ამის დემონსტრირებას, რაღაც სექსუალური თემების კონკრეტულ დემონსტრირებას მარშის სახით, უყურებენ როგორც პროპაგანდას და, ჩემი აზრით, სავსებით სამართლიანად, რიგ შემთხვევებში. აქედან გამომდინარე, თუ ეს შეფასდება ისე, როგორც პროპაგანდა და რაღაც საკითხების დემონსტრირება პოზიტიურად, იმგვარად წარმოჩენა, რომ ეს არის ძალიან კარგი, ამ შემთხვევაში აიკრძალება, მაგრამ როგორც კი უფლებას შეეხება, ამის აკრძალვაზე საერთოდ არც უნდა ვიფიქროთ. უნდა ვიმუშაოთ, რომ აქ ბალანსი არასდროს არ დაირღვეს. უნდა გავმიჯნოთ უფლებების დაცვის კონტექსტი, პოპულარიზაციისგან, ეს იქნება ამ კანონმდებლობის მთავარი მიღწევა, მათ შორის, ჩვენი მომავალი თაობების ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვასთან ერთად“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა