ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine

ბიძინა ივანიშვილის ნებაზე არ დადის სამყარო და თავისუფლებაში დაბადებული ახალგაზრდობა

18.04.2024 ნახვები: 1970

ხელისუფლებამ ისეთ ვითარებაში ჩაიგდო თავი, მოხსნის თუ არა დღის წესრიგიდან ე.წ. "რუსული კანონს"- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიიღო,  ნებისმიერ სიტუაციაში დამარცხებულია. „ოცნების“ დეპუტაციაში არ აღმოჩნდა ერთი ადამიანიც კი, რომელიც მიხვდება, - საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლას, სჯობს, „ოცნების“ ინტერესების წინააღმდეგ წასვლა!

მიზეზი? ამ ადამიანებს და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს, არსად, არცერთ ეტაპზე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიისა, არ უბრძოლიათ საქართველოს თავისუფლებისთვის. მათ არ იციან, რას ნიშნავს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი. წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ ადამიანმა პირადი კომფორტი რაღაცის გამო დათმოს. კიდევ არსებობდეს რამე სხვა დიდი ღირებულება, ვიდრე ფული, პირადი კომფორტი და კეთილდღეობაა. მათ ამ ყველაფერზე წარმოდგენა არ აქვთ. მათ არ იციან, რომ აქციებზე, როდესაც ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, ადრენალინი გაცილებით იზრდება.

დიახ, მეტი იქნება უკურეაქცია. როდესაც ხელისუფლება ვერ ხვდება პოლიტიკურ კონტექსტს, როდესაც არა აქვს ისტორიული გამოცდილება,  სწორი დასკვნების გაკეთება უჭირს.

ახლა რაც მეტ ძალას გამოიყენებენ, ეს საზოგადოების მეტ გაერთიანებას გამოიწვევს. ამ ახალგაზრდებს ჰყავთ მეგობრები, რომლებიც შეიძლება ახლა მათ გვერდით არ დგანან, არ აინტერესებდეთ პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ხვალ ისინი მათ გვერდით დადგებიან. როდესაც საზოგადოება დარწმუნდება, რომ ხელაწეული ან წაქცეული ადამიანები  უმოწყალოდ სცემეს, როდესაც გაიაზრებენ, რაზეა წამსვლელი ეს ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ბუნებრივია, ეს, არა თუ პოლარიზაციის საზოგადოების გამთლიანებისკენ წაიყვანს პროცესს. ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთისადმი მეტი თანაგრძნობა და სოლიდარობა იქნება.

ამ პროცესში შეუძლებელია ერთხელაც არ მივაპყროთ ყურადღება თავად ბიძინა ივანიშვილის პერსონას. ის არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის დამკვიდრება სხვა გარემოში შეძლო. და ეს იყო 90-იანი წლების რუსულ კრიმინალური გარემო. ამ გარემოში საკუთარი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად დაშვებული იყო გვამებზე სიარული და ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენება. ივანიშვილი ამ რთულ გარემოში გადარჩა. გადარჩა და გამოვიდა გამარჯვებული. ამიტომ ეს მისთვის ჩვეული და ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ ყველაფრის ფასად მიიღოს ის, რაც უნდა. მაგრამ, ეტყობა, მან არ იცის, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არ არის 90-იანი წლების კრიმინალური რუსეთი! განსხვავება ძალიან დიდია!

საერთაშორისო პოლიტიკას აქვს თავისი წესები და კულტურაც კი. ივანიშვილის გუნდის ლიდერები და სპიკერები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებენ ამ წესების უცოდინარობას და უკულტურობას. ეს გამოიხატება მათ ქცევაში ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ის უვიცობა, რომელსაც ისინი ავლენენ საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში დიახაც, არაადეკვატურობამდეა მისული.

ხშირად ისმის კითხვა - რატომ იყო საჭირო ამ კანონის შემობრუნება? არჩევნებში დამარცხების შიშით თუ რუსეთის დავალებით კეთდება ეს ყველაფერი? ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ისინი რომ თავს მყარად გრძნობდნენ, ბიძინა ივანიშვილს ექნებოდა კიდევ ლავირების საშუალება და ასეთ ვაბანკზე არ წავიდოდა, მაგრამ მას სხვა გზა არა აქვს დარჩენილი. მისი ვალდებულებები რუსეთთან აიძულებს, რომ იყოს სწორედ ასეთი არაადეკვატური, როგორიც დღეს არის. დაუპირისპირდეს სრულიად არათანაზომად ძალას. მთელი დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროს და საკუთარ ხალხს! რაც მთავარია, ამ საკუთარი ხალხის ყველაზე ენერგიულ, ყველაზე მართალსა და ყველაზე უფრო უანგარო ძალას -  ახალგაზრდობას! გამოცდილება კი გვეუბნება, სადაც ახალგაზრდობა შედის ბრძოლაში, იქ რეჟიმი ყოველთვის მარცხდება! ეს არის გარდაუვალი ამბავი!

„ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ეს კანონი მათ მკაცრი ადმინისტრირების შესაძლებლობას მისცემს. არასამთავრობო ორგანიზაციების აღარ მიეცეთ საშუალება, იყვნენ დამკვირვებლები არჩევნების პროცესში. იმედოვნებენ, რომ დიდი ალბათობით, საერთაშორისო ორგანიზაციები აღარც ჩამოვლენ დამკვირვებლებად.

არ გამოვრიცხავ, მათ პროცესი იმ დონემდე მიიყვანონ, რომ არჩევნები მის ჩატარებამდე გამოცხადდეს არალეგიტიმურად. პრინციპში, სწორედ ეს არის მათი მიზანიც, რომ ასე ხელის გადაგრეხით შეინარჩუნონ ძალაუფლება, მაგრამ ასე არ იქნება.

ბიძინა ივანიშვილის ნებაზე არ დადის თანამედროვე სამყარო და არ დადიან თავისუფლების პირობებში დაბადებული ახალგაზრდები, რომლებისაც ზოგჯერ საკუთარ მშობლებსაც კი არ ესმით. რადგან შესაძლოა ბევრმა მათგანმაც არ იცოდეს რა არის თავისუფლება.  ივანიშვილს რომ ჰგონია, ერბო ქონია, ერბო ერბოა, ქონი ქონია! რატომ? ვიმეორებ -არათანაზომად ძალას დაუპირისპირდა.  მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ხელში აქვს ბევრი ბერკეტი, მათ შორის, სახელმწიფო მანქანა, ეს სახელმწიფო მანქანა ბზარს აუცილებლად მისცემს. ასეთია ლოგიკა ამგვარი პროცესებისა.

როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, ჩვენ გავხდებით მომსწრე „ქართული ოცნების“ დასასრულისა, თუ მან უკან არ დაიხია. ჯერ კიდევ არსებობს რაღაც გზები და თუ ახლა „ოცნებამ“ უკან არ დაიხია, ეს არის ხალხის საბოლოო გამარჯვების წინაპირობა!

ავტორი: ლელა ჯეჯელავა

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა