War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებული ოთხი პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ნახვები: 424 სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებული ოთხი პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

კერძოდ, ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, თითოეულს 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს - გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა