ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება

ნახვები: 516 ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება. ჩვენ გვესმის, რომ ეს არჩევნები არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ "ქართულ ქარტია" გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ისინი იქნებიან ყველგან, სადაც ერთობაზე და მოქმედებაზე იქნება საუბარი და განსხვავებული მოსაზრების მქონე პირებთან კონფლიქტში შესვლას არ აპირებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება. ჩვენ გვესმის, რომ ეს არჩევნები არა პარტიული, არამედ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იქნება. ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალს, ამიტომ ჩვენი ბიუროკრატიული საქმიანობა გადადებული გვაქვს გვერდით, იმისთვის, რომ ვემსახუროთ ხალხს.

ჩვენ მომხრე ვართ ერთიანობის, არ ვაპირებთ ვინმესთან კონფლიქტში შესვლას, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს. მნიშვნელოვანია, რომ შევჯერდეთ პოზიციებზე და შევჯერდებით. საბოლოო ჯამში, ერთობლივი ფრონტით ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს. რა კონფიგურაციით იქნება, ამას საზოგადოება მალე გაიგებს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმადვე, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.

ქარტიაში საუბარია „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.

"ქართულ ქარტიას“ 17 პარტიამ და 5 დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა