ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

თეონა აქუბარდია - ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც „რუსული კანონის” მიღების შედეგად დადგა

ნახვები: 517 თეონა აქუბარდია - ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც „რუსული კანონის” მიღების შედეგად დადგა

ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც „რუსული კანონის” მიღების შედეგად დადგა და მან პასუხი უნდა აგოს ამაზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, „რუსული კანონის” მიღების შემდგომ რეაგირების კუთხით ევროკავშირის მხრიდან სამ საკითხზეა საუბარი, რომელიც ცნობილი ძალიან მალე გახდება.

„რუსული კანონის” მიღების შემდგომ რეაგირების კუთხით სამ საკითხზეა საუბარი ევროკავშირის მხრიდან, რომელიც ძალიან მალე გახდება ცნობილი. ეს არის წინსვლის გაყინვა კანდიდატის სტატუსიდან მოლაპარაკებების ეტაპზე. მათ შორის საფინანსო დახმარების შეწყვეტა ბიუჯეტისთვის და მესამე არის უვიზო რეჟიმი რომელიც საქართველოს კონკრეტული პირობებით მიეცა. მისი გადახედვის წესები არსებობს, რომელიც შარშან მიიღეს და ამ კუთხით მაგიდაზე სამივეა განსახილველად. როდესაც ოპოზიცია ვსაუბრობდით, თუ რა საფრთხეებს ქმნიდა „რუსული კანონი” თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის, სავიზო რეჟიმის შემოღებაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ იყო. მე მხარს არ ვუჭერ ხალხის დასჯას იქამდე, სანამ არსებობს ხელისუფლების ცვლის შესაძლებლობა არჩევნების გზით , მაგრამ ეს ჩვენს განწყობასა და ხასიათზე არ არის დამოკიდებული. ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც „რუსული კანონის” მიღების შედეგად დადგა და მან უნდა აგოს პასუხი ამაზე, მათ შორის ხალხისგან”, - განაცხადა აქუბარდიამ.

IPN

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა