ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

მიხეილ დაუშვილი - თუ ქალბატონი სალომე იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მივესალმებით

ნახვები: 516 მიხეილ დაუშვილი - თუ ქალბატონი სალომე იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მივესალმებით

ქალბატონი სალომე თუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მისასალმებელი ფაქტი იქნება - ჩვენგან მას აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფისთვის აკეთებს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" "ქართულ ქარტიაში" აღნიშნული რეფორმების გეგმას სრულად იზიარებს.

"მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როდესაც მეკითხებით ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობასთან დაკავშირებით - ეს მისასალმებელი ფაქტი იქნება, მაგრამ ვისი კანდიდატი იქნება და ა.შ. ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გეტყვით.

ჩვეულებრივი არჩევნები ნამდვილად არ არის. ამ არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მაინცდამაინც ტექნიკური გაერთიანება ყველასი ერთად, არამედ მნიშვნელოვანი არის სწორი, პრაგმატული მუშაობა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწიოთ არჩევნებში ორ რამეს - პირველი: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ხმები და მეორე: ერთპიროვნული მმართველობა დავასრულოთ," - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებს მიმართა: "თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა