ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ევრო 2024 | ზურიკო დავითაშვილი - იმედია, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა

ნახვები: 517 ევრო 2024 | ზურიკო დავითაშვილი - იმედია, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა

ზურიკო დავითაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მოახლოებული პირველი მატჩისთვის მზადებაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ გუნდში არსებული გარემო შედეგებზეც აისახება.

„მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით. ჯერჯერობით უფრო მეტად საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულნი, თუმცა ვიწყებთ მეტოქის განხილვასაც. იმედია, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა და სასურველ შედეგს მივაღწევთ.

სასიამოვნოა, როდესაც შენი ქვეყნიდან ვარჯიშზეც კი ამდენი გულშემატკივარი მოდის. თამაშზე ბევრად მეტი ქომაგი იქნება, რაც მოტივაციას შეგვმატებს.

ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფსიქოლოგიური მზადყოფნაა. ჩემი აზრით, ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც თითოეულ მოთამაშეს ეტყობა. გუნდში ძალიან მაგარი გარემოა და იმედია, ამ ყველაფერს თამაშის დროს მოედანზე გადავიტანთ“.

16 ივნისს საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება. 17 ივნისს „ჯვაროსნები“ დორტმუნდში, თურქეთთან მატჩის მასპინძელ სტადიონ „BVB არენაზე“ ივარჯიშებენ. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. მატჩი დორტმუნდში საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა