აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის უმაღლეს კატეგორიაში მე-11 წელია რჩება
ზახაროვა: მოსკოვს ესმის საქართველოს მცდელობა, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის „დესტრუქციულ გავლენებს“
ზელენსკი რუბიოს პასუხობს: დიპლომატიურ ჩიხში არ ვართ, ეს პოლიტიკური ნების ნაკლებობაა
ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები

ევრო 2024 | ინგლისი - დანია 1:1

ნახვები: 556 ევრო 2024 | ინგლისი - დანია 1:1

ფრანკფურტში ევრო 2024-ის B ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ინგლისის ნაკრები დანიას შეხვდა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და სკანდინავიელებთან მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.

ფაქტები

  • ჰარი კეინს ინგლისელი ფეხბურთელებიდან დიდ ტურნირებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში ყველაზე მეტი, 13 გოლი აქვს გატანილი.
  • ჯორდან პიკფორდმა დიდ ტურნირებზე 21-ე მატჩი ჩაატარა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ინგლისის ნაკრების მეკარეებს შორის, მან პიტერ შილტონის (20) რეკორდი გააუმჯობესა
  • მორტენ ჰიულმანდის გოლი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-13 იყო საჯარიმოს გარედან. ეს მაჩვენებელი უკვე აღემატება ევრო 2020-ის შედეგს.

18′ წუთი. დანიელი მცველის, კრისტიანსენის შეცდომით კაილ უოლკერმა ისარგებლა, მან კარის გასწვრივ სახიფათოდ ჩააწოდა, რითიც ჰარი კეინმა ისარგებლა. ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა.

 

34′ წუთი. დანიის ნაკრებმა წონასწორობა მორტენ ჰიულმანდის გოლით აღადგინა. სკანდინავიური გუნდის ნახევარმცველმა ინგლისელთა კარი შორეული დარტყმით აიღო.

 

შედეგად, ინგლისის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. დანია კი 2 ქულით და მესამე პოზიციას იკავებს. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ინგლისელები სლოვენიას შეხვდებიან, ხოლო დანია – სერბეთს.

 

 11tv.ge

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა