ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ლევან ბეჟაშვილი - მიუხედავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პროტესტისა, ევროსაბჭოს შემადგენლობამ გადაწყვეტილებას აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა და 27 ივნისს იქნება დებატები საქართველოზე

ნახვები: 484 ლევან ბეჟაშვილი - მიუხედავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პროტესტისა, ევროსაბჭოს შემადგენლობამ გადაწყვეტილებას აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა და 27 ივნისს იქნება დებატები საქართველოზე

მიუხედავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პროტესტისა, რომ ეს დებატები არ გამართულიყო, ევროსაბჭოს შემადგენლობამ ამ გადაწყვეტილებას აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა და ხუთშაბათს, 27 ივნისს, მთავარი ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი გვექნება - დებატები საქართველოზე, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა ევროსაბჭოში საქართველოზე დებატების ჩანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭომ საგანგებო დებატები საქართველოში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით ჩანიშნა, რადგან ისინი დაინტერესებულები არიან საქართველოში არსებული ვითარებით.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან საქართველოში არსებული ვითარებით. მათთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის პოზიცია საქართველოს ევროპულ მომავალთან, პერსპექტივასთან მიმართებაში და ამიტომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ.

დღეს ევროსაბჭომ საგანგებო დებატები საქართველოში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით ჩანიშნა. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საშუალება ექნებათ, თავისი პოზიცია გამოხატონ, იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც დღეს საქართველოშია - როდესაც ჩვენს ახალგაზრდებს, საზოგადოებას ქუჩაში ხვდებიან, მათზე ძალადობენ და ევროპულ მომავალს ართმევენ.

მიუხედავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პროტესტისა, რომ ეს დებატები არ გამართულიყო, ევროსაბჭოს შემადგენლობამ ამ გადაწყვეტილებას აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა და ხუთშაბათს, 27 ივნისს, მთავარი ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი გვექნება - დებატები საქართველოზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა