ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ანა წითლიძე - ევროსაბჭოში ჩანიშნული დებატები, კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ პარტნიორებმა საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ

ნახვები: 474 ანა წითლიძე - ევროსაბჭოში ჩანიშნული დებატები, კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ პარტნიორებმა საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, ევროსაბჭოში ხუთშაბათს ჩანიშნული დებატები, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართება, კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ პარტნიორებმა საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ.

„მიუხედავად „ქართული ოცნების“ მცდელობისა, რომ დებატები არ შემდგარიყო ევროსაბჭოს პლენარულ სხდომაზე, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ ხუთშაბათს გაიმართება დებატები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში. ეს დებატები კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ, ხმამაღლა ისაუბრონ იმ მავნებლურ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“. და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება. ჩვენ ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები არის ასევე შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ დაამარცხონ რუსული ოცნება", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა