ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ჯიმ ო’ბრაიენი - მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს

ნახვები: 442 ჯიმ ო’ბრაიენი - მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს

მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს, ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ისაუბრა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებზე და „ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილის რიტორიკაზე და შეშფოთება გამთქვა.

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებებით და „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობისგან წამოსული რიტორიკით. აშკარაა, რომ ქართველი ხალხის 80-85%-ს ევროკავშირსა და ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია სურს. მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ახლახან განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ მათი ბოლოდროინდელი ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით და დღეს, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ძალიან ნათლად თქვა, ეს ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული „უცხოური აგენტების კანონი“, ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება - ეს ყველაფერი აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან შეუთავსებელია. ამიტომ, მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა