ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ვცდილობთ, დღის წესრიგში შევინარჩუნოთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

ნახვები: 473 ზურაბ ჭიაბერაშვილი - ვცდილობთ, დღის წესრიგში შევინარჩუნოთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

„ნაციონალური მოძრაობა“ ვცდილობთ, დღის წესრიგში შევინარჩუნოთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, განსაკუთრებით ოქტომბერში მოსალოდნელი ხელისუფლების ცვლილების პირობებში, როდესაც საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ პერსპექტივას და ევროპული განვითარების ტრაექტორიას, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ სხდომას ესწრება.

მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტია“ ქართველი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს.

„ეს არის ევროპარლამენტის არჩევნების შემდგომ, „ევროპის სახალხო პარტიის“ პირველი სხდომა. ამ სხდომაზე ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კვლავ და კვლავ ვცდილობთ, დღის წესრიგში შევინარჩუნოთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, განსაკუთრებით, ოქტომბერში მოსალოდნელი ხელისუფლების ცვლილების პირობებში, როდესაც საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ პერსპექტივას და ევროპული განვითარების ტრაექტორიას.

მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პირველი პარტია გააწევრიანა „ევროპის სახალხო პარტიაში“ თავის დროზე. ევროპის სახალხო პარტია იყო საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცავი მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი იქნა შენარჩუნებული სწორედ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. დღესაც, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აგრძელებს იმავეს, რომ დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები ევროპულ არენაზე. რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებს „ევროპის სახალხო პარტიაში“, განსაკუთრებით აღელვებთ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ ეს არ არის სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის გამარჯვების იმედი ოქტომბერში და „ევროპის სახალხო პარტია“ გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას ამ პროცესში“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ესწრებიან. პარტიის ინფორმაციით, ეს ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის პირველი შეკრებაა ევროპარლამენტის არჩევნებში მიღწეული წარმატების შემდეგ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა