ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს

ნახვები: 436 ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ.

ამასთან, მათივე თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.

„შეშფოთებულნი ვართ რა „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი თავდასხმებით ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ასევე მთავრობის ქმედებებით, რომელიც ემორჩილება ამავე ოლიგარქს და უგულებელყოფს დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და მიზანმიმართულად ხელს უშლის საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ;

ვერთიანდებით „ქართული ქარტიის“ გარშემო და ქარტიის მიზნების გარშემო, როგორც ეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. ვაცხადებთ, რომ გავერთიანდებით მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ, საქართველოს პარლამენტში, შემდეგი მიზნების მისაღწევად: გავათავისუფლოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფო ოლიგარქიისა და მის მონობაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობისგან; დავაბრუნოთ საქართველო ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის გზაზე;

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავერთიანდეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ მომავალ არჩევნებში. ამას გავაკეთებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს ყველა მოქალაქესთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ და იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს.

იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ მოახლოებულ არჩევნებში, ხელს ვაწერთ ერთიანობის დეკლარაციას, რომელიც გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ხელმომწერები ვთანხმდებით:

გავაძლიეროთ ძალისხმევა მოახლოებულ არჩევნებამდე, იმისათვის, რომ არ დაიკარგოს არც ერთი საარჩევნო ხმა, რადგან 5% ბარიერის გადალახვა არ წარმოადგენდეს პრობლემას;

არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე, მოვნახოთ ყველაზე ეფექტური კონფიგურაცია ჩვენი ერთიანობისა, რომელიც მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება არჩევნებში;

ეთიკური ფარგლების დაცვით გავაგრძელოთ ქვეყნის წინაშე მდგომი საკითხების განხილვა და მოვერიდოთ ერთმანეთზე თავდასხმებს არჩევნებამდე და მის შემდეგ;

ერთიანი ძალისხმევით დავუპირისპირდეთ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას;

შევთანხმდეთ, ერთიანი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე არჩევნების შემდგომ, „ქართული ქარტიაში“ მოცემული პუნქტების შესასრულებლად;

ავიღოთ ვალდებულება, რომ ახალ პარლამენტში არ მივცეთ ხმა ისეთი მთავრობის ფორმირებას, რომელშიც „ქართული ოცნება“ მიიღებს მონაწილეობას;

საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დავუჭიროთ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს;

სტრატეგიული პოლიტიკური მიზნებისა და საქმიანობის გარშემო გავერთიანდეთ საპროტესტო სამოქალაქო მოძრაობებთან და აქტივისტებთან, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავაც იბრძვიან დემოკრატიის დასაცავად და საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად;

მოვუწოდოთ და მობილიზება გავუკეთოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების მაქსიმალურ მონაწილეობას არჩევნებში და ვთხოვოთ პარტნიორ ქვეყნებს არსებული პროცესის ხელშეწყობა;

შევთანხმდეთ ძალისხმევის გაერთიანებაზე, რათა დავიცვათ ყველა საარჩევნო ხმა და ხელი შევუშალოთ არჩევნების გაყალბებას;

ვთხოვოთ დასავლელ პარტნიორებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლება, მონაწილეობა მიიღონ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებში, რადგან ამის შესაძლებლობა შეიძლება გამიზნულად შეიზღუდოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ;

მოვუწოდოთ OSCE/ODIHR-ს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოსა და სხვა უწყებებს, უზრუნველყონ საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვება.

დღეის მდგომარეობით, ამ დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „გირჩი- მეტი თავისუფლება“; პარტია „ახალი“; „ლელო“; „დროა“; „სტრატეგია აღმაშენებელი“. დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა მიეცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათი სურვილის შემთხვევაში“, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა