ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ევრო 2024 | ინგლისი - სლოვენია 0:0

ნახვები: 503 ევრო 2024 | ინგლისი - სლოვენია 0:0

ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები C ჯგუფშიც დასრულდა. ინგლისის ნაკრებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო. გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილებმა სლოვენიასთან ფრედ, 0:0 ითამაშეს, თუმცა ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დაიკავეს.

  • ინგლისს ევროპის ჩემპიონატებზე გოლი ზედიზედ 25 შეხვედრაში ჰქონდა გატანილი.
  • გარეთ საუთგეიტი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე 10 შეხვედრაში უხელმძღვანელა.
  • ევრო 2024-ზე ინგლისის ეროვნული გუნდის რიგებში კოულ პალმერის დებიუტი შედგა, რომელმაც გასულ სეზონში „ჩელსის“ შემადგენლობაში 25 გოლით გამოიჩინა თავი.
  • ევრო 2024-ზე C ჯგუფში ყველაზე ცოტა გოლი გავიდა. გუნდებმა ერთმანეთის კარში მხოლოდ 7 გოლი გაიტანეს.

20′ წუთი. დეკლან რაისის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ფილ ფოდენმა საჯარიმოში ბუკაიო საკა მონახა, რომელმაც გაიტანა, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში ინგლისი პირველ ადგილზე 5 ქულით გავიდა. მეორე ადგილი დანიამ დაიკავა, ხოლო მესამეზე სლოვენიაა. სერბეთისთვის ევრო 2024 დასრულებულია.

მერვედფინალში ინგლისი 30 ივნისს გელზენკირხენში D, E ან F ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება, ხოლო დანია 29 ივნისს დორტმუნდში გერმანიას დაუპირისპირდება. რაც შეეხება სლოვენიას, ეს ნაკრები ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვდება და პლეი ოფში ან E ჯგუფის გამარჯვებულს ეთამაშება, ან პორტუგალიას.

ამ ჯგუფში თამაშების დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

 1tv.ge

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა