ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ევრო 2024 | დანია - სერბეთი 0;0

ნახვები: 486 ევრო 2024 | დანია - სერბეთი 0;0

დანიის ნაკრებთან მატჩში სერბეთს მოგება სჭირდებოდა, რომ ჯგუფში არ ჩარჩენილიყო. თუმცა ვერც ერთმა გუნდმა და ვერც მეორემ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

  • მატჩს დაესწრო სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც მატჩამდე მოედანზეც გავიდა. გულშემატკივრები დიდი ოვაციით და „ნოლეს“ შეძახილით შეხვდნენ.
  • დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე პლეი ოფში 8 მცდელობიდან 4-ჯერ გავიდა. ზედიზედ მეორედ მხოლოდ ამჯერად მოხერხა ჯგუფური ბარიერის გადალახვა.
  • სერბეთს ევროპის ჩემპიონატებზე 13 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული, ისიც 24 წლის წინ ნორვეგიასთან. მაშინ ეს ქვეყანა იუგოსლავიის სახელით გამოდიოდა.

მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. დანიას ბურთის ფლობის მცირე უპირატესობა კი ჰქონდა (55:45), მაგრამ სახიფათო მომენტებში სკანდინავიელთა უპირატესობა აშკარა იყო. დანიამ ბურთი 6-ჯერ დაარტყა, სერბეთმა ვერცერთხელ.

როგორც მოსალოდნელი იყო, სურათი დიდად არც მეორე ტაიმში შეცვლილა. სერბეთმა შეტევაში თამაში ოდნავ გააუმჯობესა, თუმცა მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

C ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა ინგლისი, თანაბარქულიანმა სლოვენიამ და დანიამ კი მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს. ორივე გუნდი პლეი ოფში გავიდა.

მერვედფინალში ინგლისი 30 ივნისს გელზენკირხენში D, E ან F ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება, ხოლო დანია 29 ივნისს დორტმუნდში გერმანიას დაუპირისპირდება. რაც შეეხება სლოვენიას, ეს ნაკრები ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვდება და პლეი ოფში ან E ჯგუფის გამარჯვებულს ეთამაშება, ან პორტუგალიას.

ამ ჯგუფში თამაშების დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

 
1tv.ge

 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა