ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

მიხეილ სააკაშვილი - მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში

ნახვები: 514 მიხეილ სააკაშვილი - მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში

მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში - ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების, ძალადობის. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროპაგანდა: „ოღონდ ნაცები არა“ არის პროპაგანდა, ოღონდ განვითარება არა, ოღონდ წინ სვლა არა“.

„ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი, დიდი კოალიცია, რაც შესაძლებელია მაქსიმალურად ფართო. მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში და მხარს ვუჭერ წინსვლას ევროპისკენ. ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების, ძალადობის. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. გავიმარჯვებთ სახელოვნად“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, გაწირა საკუთარი სიცოცხლე, რათა საქართველო გადაერჩინა.

„ჯერ კიდევ იქნება დიდი პროვოკაციები, რუსული რეჟიმის მხრიდან. მე თავის დროზე ვიყავი ევროპული ტრიოს ინიციატორი. მე შევკარი ერთად მაშინ უკრაინა და მოლდოვა, საქართველომ შეკრა. როდესაც ამბობენ საქართველო ფლაგმანი იყო რეფორმებშიო, რატომღაც ჩუმად არის ის, ვინც შექმნა ეს წარმატება, თუ არა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, გეგონება არ ვარსებობდეთ. ვახსენდებით, როდესაც რაღაც შეცდომა, ან გადაცდომა ახსენდებათ. დღეს ამ ტრიოს ინიციატორი დაპატიმრებული გყავთ, გისოსებს მიღმა მიწევს განმარტებები. რამდენიმე თვე წარმოუდგენლად დაძაბული იქნება. გადაწყდება საქართველო დარჩება, თუ გაქრება. დაედგომება თუ საბოლოოდ უნდა გადაიხვეწონ. აქ უნდა დავრჩეთ, მე გავწირე ჩემი სიცოცხლე, ჩამოვედი აქ, რათა საქართველო გადამერჩინა, უამრავ უსიამოვნებას ველი,“,-აღნიშნა სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა