ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ჩეხეთის ნაკრები თურქეთთან დამარცხდა და ევრო 2024-ს დაემშვიდობა

ნახვები: 573 ჩეხეთის ნაკრები თურქეთთან დამარცხდა და ევრო 2024-ს დაემშვიდობა

ევრო 2024-ზე, საქართველოს ნაკრების ჯგუფში, თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი 2:1 დაამარცხა, რის შემდეგაც ისინი ტურნირს გამოეთიშნენ.

შეხვედრის მე-20 ჩეხები წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მთავარმა არბიტრმა ანტონინ ბარაკს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

თურქეთის ნაკრები წინ 51-ე წუთზე გავიდა, გოლი ჰაკან ჩალჰანოღლუს ანგარიშზეა. ტომას სოუჩეკმა ანგარიში 66-ე წუთზე გაათანაბრა, რის შემდეგაც ჩეხეთმა კიდევ უფრო აქტიურად შეუტია, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა.

მატჩის მიწურულს, 90+4-ე წუთზე, თურქეთის ნაკრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც გოლით ტოსუნმა დაასრულა.

F ჯგუფში პირველ ადგილზე პორტუგალია გავიდა, მეორე ადგილი თურქეთმა დაიკავა, ხოლო მესამე საქართველოა, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია და მერვედფინალში გავიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა