ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

"საქართველომ პორტუგალია შოკში ჩააგდო" - მსოფლიო მედია

ნახვები: 488 "საქართველომ პორტუგალია შოკში ჩააგდო" - მსოფლიო მედია

საქართველომ პორტუგალია შოკში ჩააგდო - ასე ეხმაურება მსოფლიო მედია საქართველოს გამარჯვებას პორტუგალიის წინააღმდეგ.

„საქართველომ ისტორია დაწერა და ევრო 2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით პირველ მსხვილ სატურნირო ეტაპს მიაღწია“, - წერს BBC.

“ქვეყნის ისტორიაში პირველ დიდ ტურნირზე ასპარეზობისას, საქართველომ ევრო 2024-ზე გულშემატკივრების გული დაიპყრო თავისი უშიშრობითა და მაღალი ინტენსივობის ფეხბურთით“, - წერს CNN.

„საქართველომ ევრო 2024-ზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი შედეგი დააფიქსირა, როდესაც პორტუგალია 2-0 დაამარცხა“, - იტყობინება Yahoo Sport-ი.

„ეს შესანიშნავი მიღწევაა საქართველოსთვის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ ამჟამად პოლიტიკურ ქაოსშია "უცხოური გავლენის" კანონის გამო“, - წერია France 24-ი.

“ეს იყო ღამე, როდესაც საქართველო მთავარ ტურნირზე პირველი გამოსვლით პორტუგალიასთან ბრწყინვალე გამარჯვების წყალობით მერვედ ფინალში გავიდა და ღამე, რომელიც დიდხანს დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში, რომლებიც აქ იყვნენ ისტორიის სანახავად“, - იტყობინება Guardian-ის კორესპონდენტი.

გუშინ საქართველოსთვის ისტორიული დღე იყო. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალშია. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი მეორე ტაიმში პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა