ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ჯონ კირბი - აშშ მიესალმება მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას

ნახვები: 501 ჯონ კირბი - აშშ მიესალმება მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას

აშშ მიესალმება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მარკ რუტე თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხზე, „მათ შორის, საერთო ძლიერ მხარდაჭერაზე უკრაინისადმი, მოწინავე ტექნოლოგიების დაცვასა და ტრანსატლანტიკური ალიანსის გაძლიერებაზე“.

ჯონ კირბის განცხადებით, მადლობას უხდის ნატო-ს მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელიც ალიანსს ხელმძღვანელობდა ათი წლის განმავლობაში – „ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“.

შეგახსენებთ, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას პირველი ოქტომბრიდან შეუდგება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა