ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

დონალდ ტრამპი - უკრაინა ომს ვერ მოიგებს

ნახვები: 505 დონალდ ტრამპი - უკრაინა ომს ვერ მოიგებს

ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, ის არ დაიწყებოდა, ჩემი პრეზიდენტობის დროს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მეტოქესთან, პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.

“რაც შეეხება რუსეთს და უკრაინას, ჩვენ რომ ნამდვილი პრეზიდენტი გვყავდეს, პრეზიდენტი, რომელსაც პუტინი პატივს სცემს, ის არასოდეს შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა ბევრი ადამიანი მკვდარია, იმაზე მეტი, ვიდრე ხალხმა იცის“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, უკრაინა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს.

„უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს. მათ ეწურებათ ჯარისკაცების რაოდენობა. ამდენი ხალხი დაკარგეს. მათ დაკარგეს დიდებული ქალაქები ოქროს ათასწლოვანი გუმბათებით - ყველაფერი მის (ბაიდენის) და მის მიერ მიღებული სულელური გადაწყვეტილებების გამო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, რუსეთი არასოდეს დაესხმებოდა თავს უკრაინას“, - განაცხადა ტრამპმა.

მან ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დახმარების გამო გააკრიტიკა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყველაზე დიდი ვაჭარი უწოდა.

„მან 200 მილიარდი დოლარი და მეტი გადასცა უკრაინას. ეს არის ბევრი ფული. ყოველ ჯერზე, როცა ზელენსკი ჩამოდის ამ ქვეყანაში, ის მიდის 60 მილიარდი დოლარით, ის არის ყველაზე დიდი ვაჭარი. მე მოვაგვარებ ომს პუტინსა და ზელენსკის შორის, როგორც არჩეული პრეზიდენტი. მანამ, სანამ 20 იანვარს თანამდებობას ოფიციალურად დავიკავებ, ეს ომი მოგვარებული მექნება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა