ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ჯო ბაიდენი - თუ მესამე მსოფლიო ომი გინდათ, ნება მიეცით დონალდ ტრამპს, გაიმარჯვოს - თუ ომი გინდათ, ნება მიეცით პუტინს, კიევი აიღოს

ნახვები: 483 ჯო ბაიდენი - თუ მესამე მსოფლიო ომი გინდათ, ნება მიეცით დონალდ ტრამპს, გაიმარჯვოს - თუ ომი გინდათ, ნება მიეცით პუტინს, კიევი აიღოს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყანა მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავს.

„მისი პოლიტიკა ძალიან ცუდია. მისი სამხედრო პოლიტიკა სიგიჟეა. ის შეგვიყვანს მესამე მსოფლიო ომში. ჩვენ უფრო ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ჩვენ ძალიან, ძალიან ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან და ის მიგვიყვანს იქამდე. ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ ინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი, პუტინი - მას პატივს არ სცემენ. მათ არ ეშინიათ მისი. მათ არაფერი აქვთ ამ ჯენტლმენთან და ის შეგვიყვანს მესამე მსოფლიო ომში“, - აღნიშნა ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელევიზიო დებატების დროს.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს მესამე მსოფლიო ომი სწორედ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ემუქრება.

„თუ გსურთ მესამე მსოფლიო ომი, ნება მიეცით მას გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, ამერიკამ უნდა დაიცვას მსოფლიოს უსაფრთხოება, რადგან მისი საკუთარი უსაფრთხოება საფრთხეშია.

„და კიდევ, თუ ომი გინდათ, უბრალოდ ნება მიეცით პუტინს, წინ წავიდეს და კიევი აიღოს, ნახავთ, მოხდება პოლონეთში, უნგრეთში და ამ საზღვრის გასწვრივ სხვა ადგილებში. მაშინ თქვენ გექნებათ ომი“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა