ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

Politico - დებატებით პანიკაში ჩავარდნილი „დემოკრატები“ ჯო ბაიდენის ალტერნატივების ძიებას იწყებენ

ნახვები: 511 Politico - დებატებით პანიკაში ჩავარდნილი „დემოკრატები“ ჯო ბაიდენის ალტერნატივების ძიებას იწყებენ

„დემოკრატები” იმდენად პანიკაში არიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წარუმატებელი დებატების გამო, რომ ზოგი აქტიურად განიხილავს მისი ჩანაცვლების საკითხს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამ პოტენციურ „დემოკრატ“ კანდიდატთან დაახლოებული სამი სტრატეგის განცხადებით, მათ დებატების განმავლობაში უამრავი ტექსტური შეტყობინება მიიღეს.

ერთ-ერთი შესაძლო „დემოკრატი“ საპრეზიდენტო კანდიდატის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მან მიიღო რამდენიმე შემდეგი შინაარსის შეტყობინება მნიშვნელოვანი დონორებისგან : "კატასტროფაა", „პარტიამ რაღაც უნდა გააკეთოს“, თუმცა მან აღიარა, რომ ბევრი არაფერია შესაძლებელი, თუ ბაიდენი თავად არ გადგება განზე.

გამოცემის ცნობით, ერთმა მნიშვნელოვანმა დონორმა და ბაიდენის მხარდამჭერმა განაცხადა, რომ დროა პრეზიდენტმა დაასრულოს თავისი კამპანია.

მისი თქმით, ბაიდენის გამოსვლა იმდენად „ცუდი იყო, რომ არავინ მიაქცევს ყურადღებას ტრამპის ტყუილს“.

„ბაიდენი უნდა გამოეთიშოს, ამასთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობს”, - აღნიშნა დონორმა ტექსტურ შეტყობინებაში.

ამასთან, „დემოკრატიული პარტიის“ მნიშვნელოვანი დონორების ერთ-ერთმა მრჩეველმა განაცხადა, რომ ატლანტაში დონორთა შეხვედრიდან მას დებატების მიმდინარეობისას შეტყობინებებს უგზავნიდნენ, ზოგი წერდა: „wtf“ (რა ჯანდაბაა).

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა