ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

საქართველოში, პირველი ენერგეტიკული ბირჟა დღეს იხსნება

ნახვები: 512 საქართველოში, პირველი ენერგეტიკული ბირჟა დღეს იხსნება

ენერგეტიკული ბირჟა, რომლის გახსნაც 6-ჯერ გადავადდა, დღეს, მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნება, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიწევს.

კერძოდ, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდება, რაც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის 1-ელ ივლისამდე.

ამასთან, დღეიდან ბაზრის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა განახორციელონ დამატებით პლატფორმებზე და თავის მხრივ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს „სამიზნე მოდელზე“ გადასვლას.

ცნობისთვის, ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მეექვსედ გასული წელს გადავადდა. მაშინ ეკონომიკის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ ამის მიზეზი გეოპოლიტიკური მოვლენები ასახელებდნენ, რის გამოც მთავრობას ფასებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება უჭირდათ.

Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვითაც, ბაზრის ამოქმედებამდე კვლავ რჩება რამდენიმე ბუნდოვანი საკითხი. კერძოდ:

1) სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია გაიყიდება თუ არა იმპორტირებული ელექტროენერგია ბირჟაზე. მათი მოლოდინით, ბირჟაზე მოხვედრილი იმპორტირებული ელექტროენერგია ტარიფს გაზრდის.

2) მნიშვნელოვანია ცხადი პოლიტიკა უბალანსობის მიმართ. ახალი ბაზრის მოდელის მიხედვით, უბალანსობაზე პასუხისმგებელ პირს (როგორც მწარმოებელს, ასევე მომხმარებელს) ფინანსური ჯარიმა ეკისრება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა მიდგომა ექნება სახელმწიფოს პირველ ეტაპზე.

საინვესტიციო ბანკის მიმოხილვით, ამ ეტაპზე, კანონქვემდებარე აქტებში ცვლილება არ შესულა, თუმცა აქტიურად განიხილება ბაზრის ეტაპობრივად ამოქმედება და სრულ გახსნას, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება.

პირველ ეტაპზე, ვაჭრობა ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობას მიიღებენ ტრეიდერები, თავისუფალი მიმწოდებლები, ელექტროენერგიის მწარმოებლები და მსხვილი/პირდაპირი მომხმარებლები. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, შემდეგი ეტაპები სავალდებულო დღიური ბაზარი, ბოლოს კი საათობრივი ბაზარი იქნება.

bm.ge

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა