ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვედანტ პატელი - მაღალჩინოსნებთან საქართველოს მთავრობიდან, გვაქვს საკითხები, რომლებიც გვინდა, პრიორიტეტად ვაქციოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში

ნახვები: 475 ვედანტ პატელი - მაღალჩინოსნებთან საქართველოს მთავრობიდან, გვაქვს საკითხები, რომლებიც გვინდა, პრიორიტეტად ვაქციოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში

მნიშვნელოვანია, ჩართულები ვიყოთ შესაბამის მაღალჩინოსნებთან საქართველოს მთავრობიდან, გვაქვს საკითხები, რომლებიც გვინდა, პრიორიტეტად ვაქციოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

პატელს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ კითხვა დაუსვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიs ვაშინგტონში მიწვევაზე. „აგზავნით თუ არა დამაბნეველ სიგნალს ოფიციალური პირების მოწვევით და შემდეგ იმის თქმით, რომ დაასანქცირეთ მაღალჩინოსნები?“ – მიმართა ალექს რაუფოღლუმ ვედანტ პატელს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია ჩართულობა მაღალჩინოსნებთან საქართველოს მთავრობიდან.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ ოთახში იმ კანონმდებლობაზე, რომელიც იქნა მიღებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩართულები ვიყოთ შესაბამის მაღალჩინოსნებთან საქართველოს მთავრობიდან. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს რიგი საკითხები, რომლებიც გვინდა, რომ პრიორიტეტად ვაქციოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში. როდესაც საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონმდებლობას, თქვენ ჩემგან და მეთიუსგან მოისმინეთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც გვაქვს და იმაზეც, რომ, ჩვენი აზრით, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. ჩვენ უწინდებურად გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა. ასევე, რჩება სხვა პრობლემებიც, ეჭვგარეშეა, რომ მათთან ამაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა