ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

მარინ ლე პენი - „ეროვნული გაერთიანება“ უმრავლესობის მოპოვების გარეშე მთავრობის ფორმირებას არ შეეცდება

ნახვები: 480 მარინ ლე პენი - „ეროვნული გაერთიანება“ უმრავლესობის მოპოვების გარეშე მთავრობის ფორმირებას არ შეეცდება

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი აცხადებს, რომ პატივს სცემს ჯორდან ბარდელას როლს, თუ ის პრემიერ-მინისტრი გახდება და მას არ სურს თავად იყოს მთავრობის ნაწილი.

კითხვაზე, შეეცდება თუ არა „ეროვნული გაერთიანება“ მთავრობის ფორმირებას, თუ ის არ მიიღებს უმრავლესობას ეროვნულ ასამბლეაში, ლე პენმა უპასუხა:

„ცხადია, ჩვენ ვერ მივიღებთ მთავრობაში წასვლას, თუ ვერ ვიმოქმედებთ, ჩვენ გვსურს ვმართოთ“, - აღნიშნა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა.

ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ ის მთავრობაში არ იქნება და არც ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი გახდება.

„მე ვიქნები დეპუტატთა ჯგუფის სათავეში“, - განაცხადა ლე პენმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში კვირას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც, ხმების 33 პროცენტით ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს ჩატარდება, რის შემდეგაც გაირკვევა, როგორ გადანაწილდება მანდატები საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა