ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

პაატა მანჯგალაძე - მთავარია ისე არ დაქუცმაცდეს ოპოზიციური სპექტრი, რომ ბევრმა პარტიამ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლოს

ნახვები: 510 პაატა მანჯგალაძე - მთავარია ისე არ დაქუცმაცდეს ოპოზიციური სპექტრი, რომ ბევრმა პარტიამ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლოს

კარგია ყველა პროდასავლური პარტიის გაჩენა, არსებობა, მაგრამ მთავარია ისე არ დაქუცმაცდეს ოპოზიციური სპექტრი, რომ ბევრმა პარტიამ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მანჯგალაძემ ოპოზიციას გამსხვილებისკენ მოუწოდა.

„ყველას მოვუწოდებთ გამსხვილებისკენ, ახლებსაც და ძველებსაც,“ - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ „თუ ამერიკას ეძახი მტერს, ამერიკას შესაბამისად მოქმედებს და გექცევა როგორც მტერს“.

„ქართული ოცნება“ ატყუებდა საკუთარ მოქალაქეებს, რომ ამერიკული სანქციები არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ, რომ სავიზო სანქციები „ქართული ოცნების“ ბევრ წარმომადგენელს შეეხო და სახელი და გვარები ცნობილია. ახლა ყველაზე მძიმე იქნება, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ანტიამერიკულ, ანტიქართულ, ანტიევროპულ რიტორიკას, რომ ამუშავდება სახაზინო სანქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, მათ სახელსა და გვარზე ფიქსირებულ ვერც ერთ საფინანსო ანგარიშს ვერ გამოიყენებენ. ვერც ბილეთს იყიდიან, ვერც გაფრინდებიან, ვერც გამოფრინდებიან. ფაქტობრივად ნიშნავს, რომ შეეზღუდებათ ცივილიზებულ სამყაროში გადაადგილების უფლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სარკისებური ასახვა. თუ ამერიკას ეძახი მტერს, შესაბამისად მოქმედებს ამერიკას და გექცევა როგორც მტერს, ოღონდ არა საქართველოს, არამედ „ქოცებს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა