ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაინიცირდება

ნახვები: 509 „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაინიცირდება

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაინიცირდება, ხოლო ივლისის მეორე ნახევარში პირველი მოსმენით, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და მიიღებენ.

ქადაგიშვილის თქმით, ამნისტიის პროექტს პარლამენტს მთავრობა წარუდგენს.

"პირველ რიგში, თავად ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა მრავალგზის მოწოდება იმის თაობაზე, რომ გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულებისთვის ამნისტია გამოცხადებულიყო. ინიციატივა სწორედ ამას ეხმიანება. პრემიერმა მოუწოდა კიდეც ოპოზიციას ჩართულობისკენ, როცა პროექტი პარლამენტში შემოვა.

რაც კი რამ კარგი ხდება, ოპოზიციისთვის ყველაფერი საარჩევნოა", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, ამნისტია გავრცელდება თუ არა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებზე, რომლითაც სასჯელს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რომელ კონკრეტულ მუხლებს შეეხება ამნისტიის აქტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა