ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

Politico - ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად „კრემლთან გარიგების“ ვარიანტს განიხილავს, რაც ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინისა და საქართველოსთვის უარის თქმას და უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ნიშნავს

ნახვები: 491 Politico - ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად „კრემლთან გარიგების“ ვარიანტს განიხილავს, რაც ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინისა და საქართველოსთვის უარის თქმას და უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ნიშნავს

დონალდ ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად „კრემლთან გარიგების“ ვარიანტს განიხილავს, რაც ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინისა და საქართველოსთვის უარის თქმას და უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ნიშნავს, - ამის შესახებ სტატიას Politico აქვეყნებს, რომელშიც ნატო-სთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმებზეა საუბარი.

Politico აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან დაახლოებულ ეროვნული უსაფრთხოების ორ ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ ნატო-სთან დაკავშირებით არსებულ გეგმებში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის გუნდის გეგმის ნაწილი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას ითვალისწინებს, რაც ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებას გამორიცხავს, ასევე, გეგმა მოიცავს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს იმის შესახებ, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილი შეიძლება დარჩეს მოსკოვის კონტროლის ქვეშ.

როგორც Politico წერს, ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ექსპერტის ცნობით, დონალდ ტრამპი „ასეთი იდეებისთვის ღიაა“, მაგრამ მაგიდაზე სხვა ვარიანტებიც დევს, მათ შორის ის, რომ აშშ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან დებატებში განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულება საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე შეუძლია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა