ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ჯო ბაიდენი - მე ვარ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი - არ მივდივარ, კენჭს ვიყრი, რბოლაში ბოლომდე ვრჩები

ნახვები: 451 ჯო ბაიდენი - მე ვარ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი - არ მივდივარ, კენჭს ვიყრი, რბოლაში ბოლომდე ვრჩები

ნება მომეცით ვთქვა ეს რაც შეიძლება ნათლად და მარტივად: კენჭს ვიყრი, რბოლაში ბოლომდე ვრჩები, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

BBC-ის ინფორმაციით, ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თეთრ სახლში, დახურულ კარს მიღმა ლანჩი გამართეს, იმ ფონზე, როცა გაჩნდა სპეკულაციები : ჩაანაცვლებს თუ არა მას ჰარისი პარტიის კანდიდატად ნოემბრის არჩევნებში.

ამის შემდეგ წყვილმა სატელეფონო საუბარი გამართა „დემოკრატებთან“, სადაც ბაიდენმა ცხადყო, რომ არჩევნებს არ ეთიშება.

„მე ვარ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი. ვერავინ გამაგდებს. არ მივდივარ“, - ციტირებს BBC-ი ბაიდენს.

კითხვები იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არა 81 წლის ჯო ბაიდენი საარჩევნო კამპანიას, ყოფილ პრეზიდენტთან და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელევიზიო დებატების შემდეგ გაჩნდა. დებატების შემდეგ „დემოკრატიული პარტიის“ წრეებში გაჩნდა შეშფოთება, რამდენად შეესაბამება ბაიდენი პრეზიდენტის პოსტს და აქვს თუ არა მას არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა