ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გაბრიელ ატალი - შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ულტრამემარჯვენეების მიერ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება

ნახვები: 463 გაბრიელ ატალი - შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ულტრამემარჯვენეების მიერ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მცდელობები, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ დაუშვან ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ პარლამენტში სრული უმრავლესობის მოპოვება, შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს.

„შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ულტრამემარჯვენეების მიერ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება“, - აღნიშნა გაბრიელ ატალმა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ბანაკის კანდიდატების 90%-მა, რომლებიც მესამე ადგილზე იყვნენ და „ეროვნული გაერთიანება“ უსწრებდათ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს. ატალის განმარტებით, ცენტრისტი კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნა, თუნდაც მემარცხენე რადიკალური პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ სასარგებლოდ, რომელიც მემარცხენე კოალიცია “ახალი სახალხო ფრონტის” ნაწილია, მართებული საქციელია, რადგან აბსოლუტურ უმრავლესობას ვერც „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ და ვერც “ახალი სახალხო ფრონტი“ მოიპოვებენ, „ეროვნულ გაერთიანებას“ კი ეს შეუძლია.

Le Monde-ის ინფორმაციით, 221 კანდიდატი, მათ შორის 132 “ახალი სახალხო ფრონტიდან“ და 83 მაკრონის ბანაკიდან და მისი მოკავშირეებიდან, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს გამოეთიშა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა