ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - ის, რასაც „ნაცები“ ებრძვიან, ზოგადქრისტიანული ღირებულებებია

05.07.2024 ნახვები: 499

სინამდვილეში, ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან. ის, რასაც „ნაცები“ ებრძვიან არა „ჩამორჩენილი“ და „რეტროგრადული”, არამედ ზოგადქრისტიანული ღირებულებებია, რომლებიც მოყვასის სიყვარულითაა ნაკარნახევი და რომელიც ჩვენმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში შეისისხლხორცა და ეროვნულ ღირებულებებად აქცია, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაციონალური მოძრაობის მიმდევართა კამპანიას, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ გულწრფელ მადლობას მოჰყვა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ამიტომ არის "ნაცობა" არა იმდენად პარტიული კუთვნილება, რამდენადაც ბოლშევიზმივით გარედან თავსმოხვეული იდეოლოგია.

მისი თქმით, ამიტომ ისინი რაც არ უნდა ეცადონ კონსტრუქციების გადალაგებას, პარტიების დაშლა-აწყობას, მედიების გაყოფა-შერწყმას, ენჯეოების სახელების გადარქმევას, ბოლოს მაინც ერთი პოლიტიკური ფრანკენშტეინი გამოსდით, რომელსაც, მართალია, აქვს ხელიც, ფეხიც, ცხვირიც ადამიანს მიუგავს, მაგრამ მას არ აქვს ადამიანური სული, ხელოვნური და უცხოა.

,,ამიტომ პარადოქსია, როდესაც ნაციონალები ამ ღირებულებებს „ევროპის“ სახელით ებრძვიან, რადგან სინამდვილეში სწორედ ესაა ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ - ქრისტიანულ სიკეთეზე აღმოცენებული საზოგადოება, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა, შევიწროება, დაცინვა, ამპარტავნება - ანუ ყველაფერი, რასაც ნაციონალური მოძრაობა და მისი მიმდევრები განასახიერებენ. ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად" იქცნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცების სულისკვეთება არ გაიზიარეს. საქართველოსთვის ამაში ახალი არაფერია. საუკუნის წინ, ასევე გარედან იმპლანტირებული ბოლშევიკებიც ზუსტად ამას ცდილობდნენ. ამიტომ, ჯერ ჩარეცხეს და შემდეგ გაანადგურეს ინტელექტუალური ელიტა, ამიტომ ებრძოდნენ ეკლესიას, ამიტომ იყო მათი დედაქალაქი სხვაგან და არა საქართველოში. ამიტომ არის "ნაცობა" არა იმდენად პარტიული კუთვნილება, რამდენადაც ბოლშევიზმივით გარედან თავსმოხვეული იდეოლოგია. ამიტომ არის, რომ რაც არ უნდა ეცადონ კონსტრუქციების გადალაგებას, პარტიების დაშლა-აწყობას, მედიების გაყოფა-შერწყმას, ენჯეოების სახელების გადარქმევას, ბოლოს მაინც ერთი პოლიტიკური ფრანკენშტეინი გამოსდით, რომელსაც, მართალია, აქვს ხელიც, ფეხიც, ცხვირიც ადამიანს მიუგავს, მაგრამ მას არ აქვს ადამიანური სული, ხელოვნური და უცხოა. ამიტომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები სინამდვილეში რეფერენდუმი იმაზე, გვინდა თუ არა დავრჩეთ საზოგადოებად, სადაც: - მადლიერება ქცევის ნორმაა - სადაც ეკლესია საზოგადოების შეკავშირების ძალაა - სადაც ვუფრთხილდებით მორალურ და ინტელექტუალურ ავტორიტეტებს - სადაც ყველა ქართველი შენიანია და არა მხოლოდ ის, ვინც შენს "ბაბლშია" - სადაც ძალადობა და შევიწროება, დაცინვა და ზიზღი უარყოფილია. ამიტომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ და რა არის საქართველო”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა