ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი

ნახვები: 466 კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი

რუსეთის თავდასხმის შედეგად საავადმყოფო დაზიანდა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი, დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს ევროპაში.

„ახლა ყველა გვეხმარება ნანგრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი. არ შეიძლება, რუსეთმა არ იცოდეს, საით მიფრინავს მისი რაკეტები და პასუხი უნდა აგოს ხალხის, ბავშვების და ზოგადად კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ახლა არ გაჩუმდეს ამაზე და ყველამ დაინახოს, რა არის რუსეთი და რას აკეთებს“, - აცხადებს ზელენსკი.

მოგვიანებით, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მიხაილ შამანოვმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 2 და დაშავებულია 15 ადამიანი.

ამასთან, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბავშვთა ეროვნული სპეციალიზებული საავადმყოფოს დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყეს.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის „ოხმატდიტის“ საავადმყოფო უკრაინაში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფოა, სადაც 620 საწოლია განთავსებული და ყოველწლიურად 18 ათასამდე ბავშვი მკურნალობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა