ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ჯოზეფ ბორელი - რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს

ნახვები: 499 ჯოზეფ ბორელი - რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს

რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

„რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას აგრძელებს. დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტი“ განადგურდა. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა