ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტი გამოავლინა

ნახვები: 431 საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტიდან, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებდა სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც, კონვერტირებული აქტივიდან მიღებული საკომისიოს სახით იღებდა დიდი ოდენობით შემოსავალს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული და კრიპტოვალუტა, ასევე ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით", - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა