ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

პაველ ჰერჩინსკი - საქართველო ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) 30 მილიონ ევროს ვეღარ მიიღებს

ნახვები: 511 პაველ ჰერჩინსკი - საქართველო ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) 30 მილიონ ევროს ვეღარ მიიღებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველო ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) 30 მილიონ ევროს ვეღარ მიიღებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღეს.

ჟურნალისტებმა ელჩს აშშ-ის მიერ „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადებაზე ჰკითხეს, რაზეც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა მან ისაუბრა თავდაცვის სფეროში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ პირდაპირი დახმარება ეტაპობრივად შემცირდება და ეს თანხები მედიის და სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადამისამართდება. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოში მთავრობის მიმართ 10-ჯერ აჭარბებს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიღებულს.

„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს გაეყინათ ფული, რომელიც ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად იყო გამოყოფილი. ამ მომენტისთვის, ფული, რომლის გადარიცხვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, 30 მილიონი ევრო, გაყინულია. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, სხვა ნაბიჯების იქნება. ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და შევეცდებით, ეს პირდაპირი დახმარება გადავიტანოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ“, - თქვა ჰერჩინსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა