ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

კიევში დღეს გლოვის დღეა

ნახვები: 494 კიევში დღეს გლოვის დღეა

კიევის მაცხოვრებლები 9 ივლისს პატივს მიაგებენ დედაქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, - ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში იუწყება.

„კიევის საქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქის ყველა შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. აკრძალულია ყოველგვარი გასართობი აქტივობა“, - აღნიშნულია საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე, სარაკეტო იერიში განახორციელეს, რასაც, ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მხოლოდ კიევში დაღუპულია 27 და დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა