ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვინ არის ირანის ახალი პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი?

ნახვები: 616 ვინ არის ირანის ახალი პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი?

ირანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმატორმა კანდიდატმა, 69 წლის მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში 16 მილიონ 300 ათასი ხმა მოიპოვა, რაც ამომრჩევლის 53.7%-ია.

უნდა აღინიშნოს, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა პირველად არ მიუღია. საპრეზიდენტო არჩევნებში ფეზეშქიანი პირველად 2013 წელს ჩაერთო, მაგრამ მაშინ კანდიდატურა თავისი ნებით მოხსნა. მოგვიანებით მას მეორე მცდელობაც ჰქონდა, კერძოდ, 2021 წელს მან კიდევ ერთხელ გამოთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე სურვილი, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, 2024 წლის ვადამდელ არჩევნებში იგი მეორე ტურში გავიდა, სადაც მან კონკურენტი საიდ ჯალილი დაამარცხა და ირანის პრეზიდენტი გახდა.

პრეზიდენტობამდე ფეზეშქიანი ირანის პარლამენტის წევრი იყო, სადაც ის 2016-2020 წლებში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, 2001-2005 წლამდე პერიოდში ის იყო ირანის ჯანმრთელობისა და სამედიცინო განათლების მინისტრი. საინტერესოა, რომ ფეზეშქიანი განათლებით არც პოლიტიკოსი და არც იურისტი არ არის, ის არც მეტი, არც ნაკლები - კარდიოქირურგია. ერაყთან ომის პერიოდში, ანუ 1980-88 წლებში ის ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა, სადაც სამხედრო მედიკოსებს კურირებდა და დაჭრილ ჯარისკაცებს გადაუდებელ ოპერაციებს უტარებდა.

უშუალოდ მის განათლებას რაც შეეხება, ბაკალავრის ხარისხი მან „ტაბრიცის სამედიცინო უნივერსიტეტში მოიპოვა“, შემდეგი ეტაპი მან „ირანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტში“ გაიარა, ხოლო საბოლოო აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ის ისევ „ტაბრიცის უნივერსიტეტს დაუბრუნდა“. 1994 წელს ის ამ უნივერსიტეტის პრეზიდენტი გახდა და აღნიშნულ პოზიციას ხუთი წელი იკავებდა.

ფეზეშქიანის პოლიტიკური კარიერა პირდაპირ კავშირშია მის სამედიცინო განათლებასთან, სწორედ სამედიცინო უნივერსიტეტის პრეზიდენტობის გამო, ის 1997 წელს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს, მოგვიანებით კი მან მინისტრის თანამდებობაც მოიპოვა.

მის პოლიტიკურ შეხედულებებს რაც შეეხება, რეფორმების მიმართ მიდრეკილებების მიუხედავად, ის ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთს მტრად აღიქვამს. გარდა ამისა, ის გამორიცხავს ისრაელთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას და მიზნად ისახავს, ირანი რეგიონში მთავარი გეოპოლიტიკურ ძალად აქციოს. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ კარდიოქირურგი მხარს უჭერს ირანის ბირთვულ პროგრამას და მიიჩნევს, რომ ქვეყანას ატომური იარაღი უნდა ჰქონდეს.

ყველა ძირითად საკითხში ის ემთხვევა აიათოლა ხამენეის პოლიტიკურ შეხედულებებს, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არჩევნებში გამარჯვება. მოგეხსენებათ, ირანში მთელი ძალაუფლება ერთ ადამიანშია კონცენტრირებული და ეს პიროვნება ყველასათვის კარგად ცნობილი აიათოლა ხამენეია, რომელიც ერთდროულადაა რელიგიური წინამძღოლი, სამხედრო ლიდერი, კანონმდებელი, მოსამართლე და აღმასრულებელი.

არჩევნებში გამარჯვებული კარდიოქირურგი ახლა უკვე გარდაცვლილი იბრაჰიმ რაისის მემკვიდრეა, რაც უდიდესი პატივი და თან პასუხისმგებლობაა. როგორც უზენაესი ლიდერი აცხადებს, მას ფეზეშქიანის იმედი აქვს, რადგან ის რაისის გზის ღირსეული გამგრძელებელია და ფიქრობს, რომ ირანის ახალი პრეზიდენტი ყველაფერს იზამს ქვეყნის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

უშუალოდ ქვეყანას რაც შეეხება, მისი ეკონომიკის მოცულობა 465 მილიარდ დოლარს აღწევს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 34-ე ადგილს იკავებს. საპირწონედ ამისა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5,300 დოლარია და ამ შედეგით ის 113-ე ადგილზეა. ასეთი დრამატული სხვაობა იმაზე მიუთითებს, რომ დოვლათის უდიდესი ნაწილი მდიდარი ელიტის ხელშია კონცენტრირებული და ქვეყანაში ეკონომიკურ უთანასწორობასთან გვაქვს საქმე. ჯამში, ქვეყანაში დაახლოებით 90 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, მათი უმეტესობა კი ღარიბ ან საშუალო ფენას მიეკუთვნება.

ირანის ეკონომიკური სიძლიერე ბუნებრივ რესურსებზე დგას. მას მსოფლიოში უდიდესი სანავთობო რეზერვები აქვს, ასევე ის ლიდერია ბუნებრივი აირის რეზერვების მიმართულებით. ქვეყანაში უხვად მოიპოვება იშვიათი მინერალები, ძვირფასი მეტალები და ფერადი ლითონი. ობიექტური პარამეტრებით, ირანი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო უნდა იყოს, თუმცა ის ამჟამად პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მეტად სანქცირებული და ეკონომიკურად შეზღუდული ქვეყანაა, რომელსაც რელიგიური დიქტატორი მართავს და ირანის წარუმატებლობის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა