ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

პრემიერი - დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი

ნახვები: 512 პრემიერი - დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი

დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 60%-ია ჩვენი რეიტინგი - ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, ჩვენს გამარჯვებას ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები შერწყმას ცდილობენ, რადგან „მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რამენაირად [საარჩევნო] ბარიერი გადალახონ“.

„რეალური მოცემულობა დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ასეთი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში ისინი რომ ცდილობენ შერწყმას - ეს ლოგიკურია. მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რამენაირად ბარიერი გადალახონ. ამ პროცესში არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში. ეს მათი უპრინციპობის გამოვლინებაა. ეს მათი საქმეა. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენთვის მთავარია, რომ დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი. ასეთ ვითარებაში როგორც არ უნდა დაჯგუფდეს თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, ჩვენს გამარჯვებას ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა