ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

FBI - ადგილი ჰქონდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობას

ნახვები: 502 FBI - ადგილი ჰქონდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობას

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სროლა მკვლელობის მცდელობაა.

„ადგილი ჰქონდა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობა“, - განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა კევინ როჟეკმა პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას.

მისი თქმით, ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს, შეიარაღებული პირის იდენტიფიცირებისა და დანაშაულის მოტივის დადგენის მიზნით.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი ​​ მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა