ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ლოიდ ოსტინი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე - ვგმობთ ამ ძალადობას, რომლის ადგილი დემოკრატიაში არ არის

ნახვები: 475 ლოიდ ოსტინი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე - ვგმობთ ამ ძალადობას, რომლის ადგილი დემოკრატიაში არ არის

თავდაცვის მთელი უწყება გმობს ამ ძალადობას, რომლის ადგილიც ჩვენს დემოკრატიაში აბსოლუტურად არ არის, - ასე ეხმაურება აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარ სროლას.

„ეს არ არის გზა, რითაც ამერიკაში უთანხმოებებს ვაგვარებთ და არასდროს არ უნდა იყოს. შვება მომგვარა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის და მე ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც ამ საშინელი ინციდენტით დაზარალდა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. თავდამსხმელი, ჯერჯერობით, იდენტიფიცირებული არ არის. უცნობია თავდასხმის მოტივიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა