ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

FBI - დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა

ნახვები: 507 FBI - დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა წვდომა გვქონდეს თავდამსხმელის ტელეფონზე. ტელეფონი ქუანტიკოს ლაბორატორიაშია გადაგზავნილი“, – აცხადებენ გამოძიების ფედერალურ ბიუროში.

ასევე, როგორც ცნობილია, ჯერ არ გამოვლენილა რამე იდეოლოგიური კავშირი თავდასხმასთან. გამოძიება გრძელდება მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მაგრამ ასევე განიხილება, როგორც პოტენციური შიდა ტერორისტული თავდასხმა. გამოძიებასთან თანამშრომლობს თავდამსხმელის ოჯახიც. იარაღი, რომლითაც დონალდ ტრამპზე განხორციელდა თავდასხმა, ლეგალურად იყო შეძენილი. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის მანქანაში იპოვეს საეჭვო მოწყობილობა და მიმდინარეობს მისი გამოკვლევა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის გამოძიების ფედერალურ ბიუროს თავდამსხმელის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა