ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ჯო ბაიდენი - პოლიტიკა არასოდეს უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი, ან ღმერთმა არ ქნას და მკვლელობის ველი

ნახვები: 516 ჯო ბაიდენი - პოლიტიკა არასოდეს უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი, ან ღმერთმა არ ქნას და მკვლელობის ველი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს ოვალური კაბინეტიდან მიმართა. ბაიდენის თქმით, პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევის დროა.

„უთანხმოება გარდაუვალია და ამერიკული დემოკრატია ადამიანური ბუნების ნაწილია, მაგრამ პოლიტიკა არასოდეს უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი, ან ღმერთმა არ ქნას და მკვლელობის ველი“, – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, თითოეულ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა, რომ რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს რწმენა, არასოდეს არ უნდა მიეცეს ძალადობას.

„ჩვენ ვკამათობთ და არ ვთანხმდებით, ჩვენ ვადარებთ და ვასხვავებთ კანდიდატების ბუნებას, მიღწევებს, პრობლემებს, განრიგს, ამერიკის ხედვას, მაგრამ ამერიკაში ჩვენ განსხვავებებს საბრძოლო ყუთში ვაგვარებთ. ესაა ის, როგორც ვაკეთებთ ამას და არა ტყვიებით“, – აღნიშნა ბაიდენმა მიმართვისას.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა სხვა თავდასხმებიც, რომლებიც საჯარო ფიგურებზე განხორციელდა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ არ უნდა დაუშვას პოლიტიკური ძალადობის ნორმალიზება.

„ამერიკაში მსგავსი ან ნებისმიერი სახის ძალადობის ადგილი არ არის. არანაირი გამონაკლისი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ძალადობის ნორმალიზება“, – აღნიშნა ბაიდენმა.

წინა თავდასხმებს შორის ბაიდენმა დაასახელა კაპიტოლიუმზე თავდასხმა და ნენსი პელოსის ქმარზე ფიზიკური ძალადობა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა