მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving

ემანუელ მაკრონი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის რეჟისორის მიმართ მოკვლის მუქარას გმობს

ნახვები: 680 ემანუელ მაკრონი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის რეჟისორის მიმართ მოკვლის მუქარას გმობს

საფრანგეთის პრეზიდენტი პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორის მოკვლის მუქარის გამო აღშფოთებულია.

ემანუელ მაკრონმა შეაქო თომას ჯოლი სიმამაცისთვის და განაცხადა, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით ყველა ფრანგი ამაყობს.

„ფრანგები ძალიან ამაყობენ ამ ცერემონიით. საფრანგეთმა მოახდინა სითამამისა და მისთვის დამახასიათებელი მხატვრული თავისუფლების დემონსტრირება“, – განაცხადა მაკრონმა.

მანამდე საფრანგეთის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის რეჟისორმა, თომას ჯოლიმ მის მიმართ მოკვლის მუქარის შემცველი გზავნილების გამო სამართალდამცავ უწყებაში განცხადება შეიტანა.

ჯოლი აცხადებს, რომ მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მუქარები მიიღო. დაწყებულია გამოძიება.

თომას ჯოლის მიმართ შეურაცხყოფა და მუქარა უკავშირდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის იმ ნაწილს, რომელშიც დრაგ არტისტები მონაწილეობდნენ და ბევრმა ეს წარმოდგენა ლეონარდო და ვინჩის ნახატს, „საიდუმლო სერობას“ შეადარა.

წარმოდგენას სხვადასხვა ქრისტიანული ჯგუფის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

პერფორმანსი ასევე გააკრიტიკეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორმა არაერთხელ განმარტა, რომ წარმოდგენა, რომელიც ბევრმა „საიდუმლო სერობას“ შეადარა, არ იყო შთაგონებული ლეონარდო და ვინჩის ნახატით და ის უკავშირდებოდა „ოლიმპოს ღმერთებს და წარმართულ დღესასწაულს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა