მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

გახარია და ქალწულობის დამცველები

11.02.2022 ნახვები: 1079

ბოლო პერიოდში ძალზე საყურადღებო მოვლენები განვითარდა რუსთავში და სენაკში. მოვლენები, რომლებიც ქვეყანას მცირედით მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს აძლევს - თუნდაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ თეორიულს.

საქმე ეხება ადგილობრივ საკრებულოებში ნაციონალური მოძრაობის და გახარიას პარტიის კოორდინირებულ ქმედებებს, რომელთა საბოლოო მდგრადობა და ეფექტურობა ჯერ კითხვის ქვეშაა, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება - ორი პარტიის ერთიანმა მიდგომამ ამ ქალაქებში ქოცობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა.
რა თქმა უნდა, ეს არაფერს წყვეტს - მაგრამ ეს სამომავლოდ მნიშვნელოვანი სიგნალია - სწორედ აქ გადის საქართველოში ხელისუფლებაში ჩაბუდებული შავი ჭირის მოშორების თუ არა, ცოტა განზე გაჩოჩების პერსპექტივა მაინც.
ამ ინიციატივამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია - ნაცმოძრაობის ირგვლივ არსებული მორალური სისუფთავის და ქალწულობის შენარჩუნების ასოციაციაში ის უკიდურესად ნეგატიურად შეაფასეს. ამ გაერთიანების წევრებმა გახარისტებთან ალიანსი ღალატად და ბიძინას წისქვილზე წყლის დასხმად შეაფასეს.
ისინი იმანაც კი ვერ დაამშვიდა, რომ რუსთავში ორი პარტიის ერთობლივი მოქმედება თავად სააკაშვილმა დადებითად შეაფასა,და მას ფეისბუკში საქებარი პოსტი მიუძღვნა. მაშინვე გაჩნდა კითხვა - ვინ მართავს სააკაშვილის გვერდს სოციალურ ქსელში? იქნება საბოტაჟს ან მოტყუებას აქვს ადგილი? ეს გვერდი ნამდვილად მიშასია? და საერთოდ თუ იცის მის პროფილზე რა იწერება?
რა თქმა უნდა, რადიკალ-მიშისტებისგან ეს გასაკვირი არ არის. მათთვის ნებისმიერი კონტაქტი გახარიასთან - წარმოუდგენელი მკრეხელობაა, არა მხოლოდ მისი ქოცური წარსულის, არამედ იმის გამოც, რომ ისინი მას ოლიგარქის პროექტად დღესაც მიიჩნევენ. ერთის მხრივ, ეს გასაგებია.
გახარია მართლაც არაა იმ პოლიტიკოსთა შორის, ვინც უმწიკვლო წარსულით გამოირჩევა. მისი როლი ბიძინას გარემოცვაში არავისთვის საიდუმლო არ არის, ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ მან თავისი პარტია არა თავად ოლიგარქის, არამედ მისი ლაქიების წინააღმდეგ შექმნა. გახარიას პარტიის პირვანდელი გზავნილი იყო - „არ გაგვიბრაზდე მამა-მარჩენალო, შენ კი არ გიპირისპირდებით, შენთან დარჩენა და ამ უსაქმური მუქთახორების განზე გაჩოჩება გვინდა. რაში გჭირდებიან ისინი, დაგვიყენე გვერდით".
თუმცა ამის პერსპექტივა თავად მზეთასმზემ მოუსპო იმით, რომ გახარია მოღალატედ გამოაცხადა.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ექს-პრემიერი სხვა პასუხს ელოდა - მან სხვებზე უკეთესად იცის, რომ ბიძინას ბანაკში ყველაზე მეტად პირადი ერთგულება და მორჩილება ფასდება და სწორედ დაუმორჩილებლობას და არსებული პრობლემების გარეთ გამოტანას, მას ეჭვიანი ივანიშვილი არასდროს აპატიებდა.
არც 20 ივნისის მოვლენებია ადვილი დასავიწყებელი და არც მისი, ქოცობაში ყოფნის სხვა დეტალები. ის არანაირად არ იყო, შერიგებაზე და დემოკრატიაზე ორიენტირებული ხელმძღვანელი, როგორც დღეს ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას.
მისი მმართველობა ფაქტობრივად არანაირად არ განსხვავდებოდა ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობისგან - თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ღარიბაშვილი ენას დინჯი გახარიასავით ვერ აკონტროლებს.
რეალურად, გახარიას პერიოდშიც ავიწროვებდნენ ოპოზიციას, იჭერდნენ მის ლიდერებს, არჩევნებს ადმინრესურსის და ქურდული სამყაროს დახმარებით იგებდნენ. მოკლედ, რაც არ უნდა შეეცადოს გახარია, თავისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი დემოკრატიის და ურთიერთსიყვარულის პერიოდად გამოაცხადოს - ეს ტყუილი იქნება.
მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მის პარტიას ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი - გულაცრუებული ქოცი, რომელსაც ტრადიციულ ოპოზიციაში ყველგან ნაციონალები ელანდება, ამიტომაც ის ეძებს მე-3 ძალას - რომელიც ქოცებისგან და ნაცებისგან ერთნაირ დისტანციაზე იქნება.
ეს ნიშა სწორედ გახარიას პარტიამ შეავსო. სავარაუდოდ, 2024 წელს, როდესაც არჩევნები მხოლოდ პარტიული სიებით ჩატარდება, ქართულ ოცნებასთან და ნაცმოძრაობასთან ერთად სწორედ გახარიას პარტია იქნება ის, რომელიც გარანტირებულად შევა პარლამენტში.
მოსწონს ეს ქალწულობის შენარჩუნების კლუბის წევრებს თუ არა, რეალობა ასეთია - „ქართული ოცნების" გასტუმრების თუ არა, ყოველ შემთხვევაში შევიწროების საქმეში გახარიას გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
ყოფილი ქოც-პრემიერის ხელშია ამ დიდი ამოცანის ერთი პატარა, მაგრამ ამ ეტაპზე შეუცვლელი გასაღები და მხოლოდ გახარიაზეა დამოკიდებული - ვის სასარგებლოდ გამოიყენებს ის ამ ბერკეტს.
პოლიტიკა - ბინძური საქმე. იდეალისტები ხშირად ამბობენ, რომ არა, სინამდვილეში არიან ბინძური პოლიტიკოსები, მაგრამ ეს ასე არაა. პოლიტიკა - არსშია ბინძური საქმე. სიბინძურე - მისი თანხლები და აუცილებელი პირობაა.
იმის თქმა, რომ შესაძლოა პოლიტიკოსი სუფთა იყოს - დაახლოებით იგივეა, რომ ვთქვათ - „ყველა ტაქსისტი კი არ ზის საჭესთან, ზოგმა ტაქსისტმა ტარებაც კი არ იცის". ტაქსისტი - ნიშნავს მძღოლს. თუ მან ტარება არ იცის, ის რომელიმე სხვა, არანაკლებ პატივსაცემი პროფესიის წარმომადგენელია, ოღონდ არა ტაქსისტი.
იგივე ეხება პოლიტიკას - პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღება, ალიანსში შესვლა იმათთან, ვისთანაც გუშინ ომი ჰქონდა. თუ მას ამის უნარი არ გააჩნია - მაშინ, ის რომელიმე სხვა, არანაკლებად პატივსაცემი პროფესიის წარმომადგენელია, მაგრამ არა - პოლიტიკოსი.
ყველა პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს თავისი პრინციპები, რომლებიც ეხება მის შეხედულებებს სახელმწიფო მოწყობაზე, ეკონომიკაზე, და ა.შ. გაცილებით უფრო დიდი უპრინციპობაა - გუშინ იყო ჰესების მშენებლობის მომხრე, დღეს კი - მოწინააღმდეგე. თუმცა, „ამა და იმ პოლიტიკოსთან არ ვითანამშრომლებ იმიტომ რომ არ მომწონს" - ეს უკვე პოლიტიკა არაა.
გახარიას თავისი ცოდვები თავზე საყრელად აქვს. დიახ, ის იყო ბიძინას ერთგული პრემიერ-მინისტრი. ისევე როგორც სააკაშვილი - მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც კახა თარგამაძეს კარგად ჩატარებული არჩევნებისთვის მადლობას უხდიდა.
არ გაგიგიათ, რომ ეჭვიანი ადამიანებისთვის ყოფილი მეგობარი - უფრო დიდი მტერია, ვიდრე ის, ვინც თავიდან მტერი იყო? არც ის გაგიგიათ, რომ ხშირად ციხე შიგნიდან ტყდება?
ან რატომ მაინც და მაინც გახარიაზე ასეთი პრინციპულობა? დღეს ნაცმოძრაობის მოკავშირეებს და თანამებრძოლებს შორისაა ნინო ბურჯანაძე, რომლის ჩვენებებიც სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ერთ-ერთ საქმეს საფუძვლად უდევს. თუ არსებობს დედამიწაზე პოლიტიკური მკრეხელობა და ქალწულობის უხეში დაკარგვა - ეს ხომ სწორედ ბურჯანაძე - სააკაშვილის მოკავშირეობაა.
მაგრამ არავინ არ გამოხატავს განსაკუთრებულ პრეტენზიას - ყველას ესმის - ეს ხომ პოლიტიკაა და პოლიტიკაში ასეთი რამ მოსულა.
რუსთავის და სენაკის მოვლენებმა გვიჩვენა რა გზით შეიძლება წარიმართოს ქოცების წინააღმდეგ ბრძოლა 2024 წლის შემდეგ. და ეს არ არის ფან-კლუბის ფუჭი საუბრები რევოლუციაზე და „საყოველთაო აჯანყებაზე", რომელიც უახლოეს ათწლეულში არ იქნება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ - დღეს შავი ჭირის მოცილების ერთ-ერთი გასაღები - სწორედ გიორგი გახარიას ხელშია. ამის არგამოყენებაა სწორედაც „ბიძინას წისქვილზე წლის დასხმა".

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა