სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ვოლოდიმირ ზელენსკი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე - ეს ნაბიჯები დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებასთან

ნახვები: 688 ვოლოდიმირ ზელენსკი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე - ეს ნაბიჯები დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებასთან

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები საჭიროა ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.

„მე უკვე ვისაუბრე ჩვენი მინისტრთა კაბინეტის, მრავალი სამინისტროს გადატვირთვაზე, ძალიან მადლობელი ვარ მინისტრების და მინისტრთა კაბინეტის მთელი გუნდის, რომლებიც მუშაობდნენ უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დღეს უკრაინას ახალი ენერგია სჭირდება.

„ეს ნაბიჯები დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებასთან, გამონაკლისი არც საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატიაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები წარადგინეს ორმა ვიცე-პრემიერმა და ოთხმა მინისტრმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი არ დაუჭირა ირინა ვერეშჩუკის განცხადებას ვიცე პრემიერ-მინისტრის, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, რადამ მხარი დაუჭირა ოლგა სტეფანიშინას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გადაყენებას, ალექსანდრე კამიშინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას და ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლა იუსტიციის მინისტრი, დენის მალიუსკა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, რუსლან სტრელესი. უკრაინის პარლამენტს დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხისთვის, ჯერჯერობით, კენჭი არ უყრია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა