საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors

მაკკეინის ინსტიტუტის შეფასებაში „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO - ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი

21.09.2024 ნახვები: 524

მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება მოამზადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO - ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი.

როგორც მაკკეინის ინსტიტუტის დემოკრატიის გლობალური პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა ტორნტონი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებით ანგარიშში წერს, აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე გარკვეული ქმედებები უნდა განახორციელონ, “რათა სიგნალი მისცენ “ქართული ოცნების” მთავრობას, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მათ შორის უცხოური აგენტების კანონის იმპლემენტაციით.”

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ევროკავშირსა და აშშ-ს 7 ქმედების განხორციელება შეუძლიათ.

„მაშინ, როდესაც ევროკავშირს ერთსულოვნება სჭირდება სხვადასხვა სასანქციო ქმედებებზე, მიზნობრივი სამგზავრო შეზღუდვები შესაძლოა დაუწესდეს „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებმაც ხმა მისცეს უცხოური აგენტების კანონს;

აშშ-ის კონგრესმა წინ უნდა წაწიოს კანონმდებლობა [MEGOBARI აქტი], რათა ანგარიშვალდებულება დააკისროს „ქართული ოცნების” მთავრობას, რომელიც აგრძელებს ამომრჩევლებისთვის იმის თქმას, რომ მას აქვს აშშ-ის მხარდაჭერა და აშშ “ბლეფობს”;

აშშ-ის მთავრობამ უნდა განიხილოს პერსონალური და ფინანსური სანქციები “ქართული ოცნების” გარკვეული ლიდერების, მათ შორის ივანიშვილის წინააღმდეგ;

ევროკავშირს შეუძლია განიხილოს ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. სადავოობის მიუხედავად, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დამაჯერებლად უმტკიცებმა [ჩვენს] მისიას, რომ ეს ქმედება ამომრჩევლებს “ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებების შედეგების რეალურ გამოხატულებას აჩვენებს;

აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარების სააგენტოები უნდა დაეხმარონ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას უცხოური აგენტების კანონთან დაუმორჩილებლობაში, მათ შორის შესაძლო ჯარიმებისა და იურიდიული მოსაკრებლების ხარჯების კომპენსირების ჩათვლით. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არეული მესიჯები არ უნდა იყოს იმაზე, რაც შეეხება კანონისადმი წინააღმდეგობას და არ უნდა იყოს მორჩილების მხარდამჭერი ძალისხმევები (ტრენინგები, ა.შ.);

საჭიროა ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა დამოუკიდებელი მედიისთვის, განსაკუთრებით რეგიონალური გამოცემებისთვის;

აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა საჯაროდ უნდა გამოხატონ ეჭვები ნებისმიერი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობაზე, რომელიც შეფერხებული არაპარტიული დაკვირვებისა და ჩავარდნილი ელექტორალური რეფორმით ჩატარდა,” - ნათქვამია ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა