მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

დეზორიენტირებული ადამიანის კრიზისი და მედია

14.02.2022 ნახვები: 1014

„დროა, ძვირფასო მეოთხე ხელისუფლებავ, გარედან შეხედოთ საკუთარ თავებს

 

ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ თავის ერთ ედიტორიალში თქვა: „მთავარი ფაქტი კი არა, მისი აღქმაა.“

ნიკა ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ადამიანია და არ გამკვირვებია, რომ საკმაოდ ზუსტად გადმოსცა ჩვენი ეპოქის ყველაზე მკაფიო მახასიათებელი - ფაქტი არის ის, რაც ხდება აქ და ამ წუთას, დანარჩენი აღქმაა, თან იმაზე დამოკიდებული, რომელი კუთხიდან და რა დისტანციიდან აღიქვამ ამ ფაქტს.

არც ის გამკვირვებია, რომ უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა ნიკას ამ შეფასებას, უფრო ზუსტად, „ქილიკისო“. ქილიკი ჩვენი, ქართველების საუკეთესო ეროვნული გასართობია.

კრიტიკას ცოდნა, საწინააღმდეგო არგუმენტები, გონებრივი ძალისხმევა სჭირდება. ქილიკი ამდენ ძალისხმევას არ მოითხოვს, ის ირონიაში შეფუთული აგრესიაა, რომელიც გათავისუფლებს შენი პოზიციის მტკიცების ვალდებულებისაგან. თუ კარგად ხარ დაუფლებული ქილიკის ოსტატობას, შეგიძლია, ზედმეტი ტვინი ჭყლეტის გარეშეც თავი უპირობო გამარჯვებულად ჩათვალო.

ცოდვა გამხელილი სჯობს და, ამ ხერხს მეც არცთუ იშვიათად ვიყენებ - როგორც ჭეშმარიტ ქართველს, საქმის გაიოლება მიყვარს.ქილიკი ნიკასაც ძალიან კარგად გამოსდის და ამასაც ნიჭიერება სჭირდება. ქართველები კი, მართლაც, ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ.

თუმცა ნიჭიერება განათლების გარეშე - სწორედ ეს არის თვითგანადგურების რეჟიმი. ნიშნავს თუ არა ინტელექტი განათლებას? - აქედან იწყება მთავარი კითხვა. დაგროვილი ცოდნის რაოდენობა ნამდვილად არ არის განათლება. განათლება ადამიანის მენტალური, სულიერი და ფიზიკური მდგომარეობაა და ის წაკითხული წიგნების და ათვისებული ინფორმაციის რაოდენობით და ხარისხით არ იზომება.

აღარც კი მახსოვს, პირველად როდის მოვისმინე ფრაზა, რომელიც სოკრატეს უკავშირდება, თუმცა მანამდეც და მას შემდეგაც ის სხვადასხვა ინტერპრეტაციით არაერთგზის იყო ნათქვამი: „მე ვიცი ის, რომ არაფერი ვიცი“, თუმცა ზუსტად მახსოვს ის, როდის განვიცადე ამ ფრაზის ჭეშმარიტი არსი - საკმაოდ გვიან, 46 წლის ვიყავი. ზუსტად დღე, რიცხვი და ადგილიც მახსოვს, ცხადია - მიზეზიც.

დღესაც ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი პირველი შეხება განათლებასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში განათლების კრიტერიუმებად მიჩნეული ბარიერები დაძლეული მქონდა, სკოლა - ოქროს მედლით, უნივერსიტეტი - წითელი დიპლომით, სახელობითი სტიპენდიები, სასკოლო და სამეცნიერო კონფერენციები, ოლიმპიადები შესაბამისი ჯილდოებითა და აღიარებით, რომელიც მალე მომბეზრდა, ოღონდ რატომ, მაშინ პასუხი არ მქონდა. ახლა, ცხადია, მაქვს. მხოლოდ 46 წლის ასაკში მივხდი, რატომ არასოდეს მხიბლავდნენ ადამიანები, რომელთაც საკუთარი ინტელექტი უპირატესობად მიაჩნდათ და მუდმივად შეეძლოთ ამით ჟონგლიორობა.

სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ წაკითხული და დაწერილი წიგნები, დისერტაციები, რომელსაც არავინ წაიკითხავდა, თუ სტუდენტს არ დააძალებდი, რომ იძულებით წაეკითხა, გამოცდაზე ნიშნის მისაღებად, არავისზე მეტს არ გაგხდიდა. პირველად მაშინ გავიაზრე, რომ აღიარებისათვის (ახლა რომ პოპულარობას ვუწოდებთ) სამკვდრო-სასიცოცხლო რბოლაში ჩართვა საკუთარ ცხოვრებაზე უარს ნიშნავდა და, საერთოდ, მივხვდი, რომ თუ შეგიძლია საკუთარი თავი მიიღო ისეთი, როგორიც ხარ, მაშინ შენთვის მიუღებელი არავინ არის.

რისთვის დამჭირდა მეთქვა ყველაფერი ეს? - რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა გოჩა მირცხულავას საკმაოდ მძაფრი სტატია ქართულ მედიასთან დაკავშირებით. ავტორის მიმართ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს - ჩემი ახლობელია. მქონდა ცდუნება, მოგონილი სახელით და გვარით გამოვხმაურებოდი მის სტატიას და ჩავწერილიყავი იმ ცნობილი ადამიანების რიგში, რომლებიც მედიას იყენებენ საკუთარი ინტერესებისათვის და ამიტომ ხმამაღლა ვერ გაბედეს თავისი აზრის გამოთქმა და ავტორს პირადად წერდნენ, რომ ბევრის სათქმელი თქვა.

თუ მოცემულობად ვიღებთ, რომლაიქიჩვენი აღიარების კრიტერიუმია ვირტუალურ სამყაროში, პუბლიკაციის ავტორმა აღიარება ვერ მოიპოვა. შეეძლო თუ არა გადაეხადა რამდენიმე ათეული ამერიკული დოლარი და მოეპოვებინა აღიარება, როგორც ეს ადრე ხდებოდა - ჩაწყობილი დისერტაციებით და გაურკვეველი საჭიროების წიგნების და სტატიების ბეჭდვის მანიაკური ჟინით? ცხადია, შეეძლო, მაგრამ მისი მიზანი ეს არ ყოფილა.

ჩემი და პუბლიკაციის ავტორის აზრები ბევრ შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა. მედიის შესახებ მის ყველა მოსაზრებასაც არ ვიზიარებ, მაგრამ დიდ პატივს ვცემ მის გამბედაობას.

მე, რომ ეს ღიად და გამჭვირვალედ არ მეთქვა და სხვის სახელს ამოვფარებოდი, საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავდი. ეს კი არაფრის ფასად მიღირს, თუნდაც იმ კეთილგანწყობის, რომელიც ქართული მედიის ერთი ნაწილისგან ნამდვილად მაქვს და რასაც სათანადოდ ვაფასებ.

2005 წელს, ფინეთში, ერთ-ერთი გამორჩეული და დაფასებული ოჯახის წარმომადგენლის, ფინეთის სამხატვრო აკადემიის დამაარსებლის შვილიშვილისაგან მოვისმინე, რომ თითქმის ორი წელია, სახლიდან ტელევიზორი მოაშორეს. გადაწყვეტილება მიიღეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მასზე დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებულიყვნენ.

მაშინ ჩვენთან ტელევიზიაზე დამოკიდებულების ხარისხი ზენიტში იყო. ჩემი სუბიექტური აზრია, რომვარდების რევოლუციასსამი აქტორი ჰყავდა. გმირი - მიხეილ სააკაშვილი, შემსრულებელი - ქართველი ხალხი და მაგი - ეროსი კიწმარიშვილი, თავისი მაგიურირუსთავი 2“-ით.

აკი, რევოლუციის სახელდებაც პირდაპირ ეთერში მოხდა - ვარდის სიმბოლოდ გამოცხადებით. სიმბოლოებს დიდი ძალა რომ აქვს, აბა, შეხედეთ, როგორი აღმოჩნდა თავად ვარდების ხელისუფლების გზაც - იყო ვარდის სურნელიც და ეკლებიც, რომელიც საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა.

მართალი გითხრათ, ძალიან მიკვირს, რატომ არ ცდილობსრუსთავი 2“-ის დღევანდელი მფლობელი სახელი შეუცვალოს ტელევიზიას, რადგანრუსთავი-2“ როგორც იდეა, დასრულდა ეროსი კიწმარიშვილთან ერთად.

როგორ ფიქრობთ, რატომ შეძლომთავარმაუმოკლეს დროში ძალიან, მწირი რესურსით, საკმაოდ დიდი გარღვევის მიღწევა? ჩემთვის პასუხი ძალიან მარტივია: „მთავარშიმაგისტრი ახლა მარტო ნიკა გვარამიაა, აქ ეროსი კიწმარიშვილის ენერგიის ინერცია აღარ მოქმედებს.

ნიკამ ნაწილობრივ მიაღწია მიზანს - გახდა ხელისუფლების მთავარი ოპონენტი, ასევე, მთავარი სამიზნე, ოპოზიციური მოძრაობის მთავარი გენერატორი, მთავარი ნიუსის შემქმნელი... მაგრამ, არ ვიცი, რა არისმთავარისმთავარი იდეა. ტელერევოლუცია აღარ გამოვა - ამის დრო წავიდა.

ძალიან გამიხარდა გიორგი თარგამაძის ეთერში დაბრუნება. დაბრუნდა და თავისი ჩვეული აკადემიზმი დაუბრუნა ტელევიზიას, მაგრამ ეს არ არის საკმარისიფორმულასათვის“, მაშინ, როდესაც სუპერ ეფექტური იყო ბადრი პატარკაციშვილისიმედისთვის.“

გოჩა მირცხულავა შეეხო ძალიან მნიშვნელოვან, მაგრამ ჩვენთან ჯერ კიდევ არაპოპულარულ თემას - ინფორმაციის ენერგეტიკული ღირებულების შესახებ. იმ ეპოქას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, კვანტურ ეპოქას უწოდებენ. მეცნიერები საუბრობენ კვანტური ნახტომის შესახებ, რომელიც თითქოს ჩვენმა პლანეტამ 2012 წელს გააკეთა. საუბრობენ დედამიწის ენერგეტიკული პარამეტრების ცვლილების შესახებ. რეალურად, ეს ხომ კარგად დავიწყებული ცოდნაა, რომლის აღიარებაც მეცნიერებისაგან ახლა ხდება. რაც ადრე მეტაფიზიკა იყო, დღეს უკვე ფიზიკაა. დღეს თითქმის ყველასთვის ცნობილია, რომ ინფორმაცია არის ენერგია და თუ ის ენერგიაა, მაშინ მას თავის ენერგეტიკული მახასიათებელი - სიხშირე აქვს.

როდესაც აღქმაზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ იმაზეა დამოკიდებული, როგორ რეზონიორებს ერთმანეთთან ინფორმაციის მიმღების და თავად ინფორმაციის ენერგეტიკული პარამეტრები. პირველყოფილ ადამიანსაც კი ჰქონდა თავდაცვის ინსტინქტი. ახლაც, თუნდაც განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაუგია ინფორმაციის ენერგეტიკული მახასიათებლის შესახებ, ინსტინქტის დონეზე ერთვება ნეგატიური ინფორმაციისგან თავდაცვის აუცილებლობა, თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვისთვისაც ნეგატიურ ინფორმაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია.

გახსოვთ, ალბათ, ტელევიზორსჯადოსნურ ყუთსრომ ეძახდნენ და მართლა მაგიური ძალა ჰქონდა, რადგან ადამიანებისათვის რეალობის შეცვლა შეეძლო. მანამდე იყო კინო, მაგრამ ტელევიზიის შესაძლებლობებ განუზომლად დიდი აღმოჩნდა. შემთხვევით ხომ არ უწოდეს მედიას მეოთხე ხელისუფლება - ის რეალურად, ძალაუფლების სისტემის ნაწილია და შესაბამისად, თავისი ადგილი აქვს ამ იერარქიაში.

ინტერნეტის განვითარება იქცა არსებული საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ამიტომ ინფორმაციასა და მის მიწოდებაზე კონტროლი უკვე ნამდვილად აღარ არის საკმარისი ძალაუფლების იერარქიისათვის - მოგვწონს თუ არა, მოცემულობაა, რომ ჩვენი გაციფრულების პროცესი უკვე დაწყებულია. მეტიც, ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი ციფრული ისტორია.

ცხადია, რომ სატელევიზიო და ბეჭდური მედიისათვის ეს ურთულესი გამოწვევაა ისე, როგორც ყოველი ახალი ტექნოლოგიური მიღწევა საფრთხეს უქმნის წინას. გადარჩენა კი დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, რამდენად ეყოფათ შემოქმედებითი უნარი ახალი იდეების გენერირებისათვის. უფრო ზუსტად, რამდენად შეძლებენ ახალ რეალობაში თავისი არსებობის საჭიროება დაასაბუთონ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს - ჩვენ ერთსა და იმავე დროში და ერთსა და იმავე რეალობაში ვცხოვრობთ, რადგან ასტრონომიული დრო ყველასთვის ერთ საათს აჩვენებს, ეს ასე არ არის. ჩვენი პოლარიზებული საზოგადოება სხვადასხვა პარალელურ განზომილებებში ცხოვრობს. ნაწილი მონარქიულ საქართველოში (ამაზე ადრე, წარსულში საცხოვრებლად , უბრალოდ, ცოდნა არ ჰყოფნით), ნაწილი - საბჭოთა კავშირში, ნაწილი - 90-იან წლებში, ნაწილი - „ვარდების რევოლუციისპერიოდში... დღევანდელობაში? დღევანდელობაში, პრაქტიკულად, ერთეულების გარდა არავინ ცხოვრობს.

თანამედროვე მედიის ამოცანა უნდა იყოს, შექმნას რეალობა ახლა და აქ, რომელიც მისაღები აღმოჩნდება სხვადასხვა დროში ჩარჩენილი საზოგადოების დიდი ნაწილისათვის. ამისათვის საჭიროა ახალი საინფორმაციო ნაკადის შექმნა, რომელიც არ უარყოფს არც ერთ რეალობას, უბრალოდ, მიმართული იქნება პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაზე. პოსტ ინფორმაციული ეპოქის (რომელშიც ახალ გადავდივართ) მთავარი მახასიათებელი არის ინფორმაციის და მიმღების ურთიერთ რეზონირების საკითხი. მიმღები ინფორმაციას აღიქვამს საკუთარი მახასიათებლების მიხედვით. ამიტომ, ერთსა და იმავე მოვლენასა და ფაქტზე საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი სრულიად განსხვავებულად რეაგირებს.

ახალი საინფორმაციო ნაკადის ენერგეტიკული მახასიათებელი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ გადალახოს ინფორმაციის მიმღებთა წინასწარი განწყობები. ერთი სიტყვით, ახალი პატერნებია შესაქმნელი, სხვაგვარად, უბრალოდ, ვერ იქნება ბეჭდური და ტელემედია სასარგებლო და თავის თავსაც ამოწურავს.

დღევანდელი მსოფლიოს კრიზისი სწორედ დეზორიენტირებული ადამიანის კრიზისია და ამას თვალნათლივ გვაჩვენებს თანამედროვე სოციალური ქსელების ანალიზი. თუკი ძალიან ზედაპირულად შევადარებთ Meta- და Tik Tok-ის პლატფორმებს, კარგად მივხვდებით, რა სჭირდება ციფრულ ავტორიტარიზმს.

კონცენტრაციის უნარი ტვინის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. Tik Tok-ის 10-წამიანი, სრულიად უშინაარსო ვიდეოები მხოლოდ იმიტომ იზიდავს მომხმარებელს, რომ მას ტვინის ხანგრძლივი კონცენტრაცია არ სჭირდება. ადამიანი ეჩვევა, რომ მისმა ტვინმა არაფერი უნდა აღიქვას, გარდა იმისა, რასაც მხოლოდ 10-წამიანი კონცენტრაცია სჭირდება და ეს მაშინ, როდესაც Meta ადამიანს უტოვებს არჩევანის შესაძლებლობას და მის ტვინს კონცენტრაციის უნარებს არ ართმევს.

როდესაც ივანიშვილი პირველად, ჩვენთვის მოულოდნელ და Tik Tok-ისათვის სრულიად ადეკვატური ფორმით გამოჩნდა ამ პლატფორმაზე, მაშინ დავწერე, რომ ადამიანმა ზუსტად იცის, რასაც აკეთებს. ოღონდ არა თუ მაშინ, ჩვენი საზოგადოება დღესაც არ არის მზად ახალი, ციფრული ეპოქის თავისებურების გასააზრებლად თავისი რისკებით, გამოწვევებით და პოზიტივებითაც.

ქართული მედიის გულშემატკივარი და მომხმარებელი ვარ, მაგრამ არ მინდა მის მიმართ მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება მქონდეს. მიმაჩნია, რომ ქართულმა მედიამ უნდა შეძლოს და საუბარი თავად დაიწყოს იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს.

კრიზისი აქვს მედიას, რადგან, როგორც მეოთხე და ზოგჯერ შეიძლება პირველი ხელისუფლებაც, მართვის სისტემის ნაწილია (იმედი მაქვს, მართვის სისტემაში ხელისუფლებას არ იგულისხმებთ). დიახ, როდესაც მთელ მსოფლიოში პოლიტიკური, რელიგიური, ფინანსური სისტემები კრიზისს განიცდიან, მედიასაც კრიზისი აქვს. სხვაგვარად, უბრალოდ, ვერ იქნებოდა.

როცა მდგომარეობისათვის, რომელშიც იმყოფები, ზუსტი სახელის დარქმევას თავს არიდებ, იქიდან ვერასოდეს გამოხვალ. თუ ქართულ მედიას აქვს ტრანსფორმაციის ნება, ამას აუცილებლად შეძლებს. მის ხელში ნამდვილი ჯადოსნური იარაღია. ჯადოქრობას კი ცოდნა სჭირდება. ზღაპარი, რომლის ბოლოს კეთილი არ არის, ჯადოსნური არ არის - მოსმენა არავის უნდა... „ჭირი იქა, ლხინი აქა...“

როცა ეს პუბლიკაციაც გაციფრულდება, ზოგი დაწერს რომ ბოდვაა, ზოგმა მეც შეიძლება გოჩა მირცხულავასავით ლუზერი მიწოდოს, ზოგი იტყვის, რომ ეს საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ხვალ, თავად მე, შეიძლება, რაღაც არ მომეწონოს, გადავაფასო, ან პირიქით, კიდევ უფრო მომეწონოს. უნდა შევეჩვიოთ, რომ იმას, რაც ჩვენ არ მოგვწონს და არ გვესმის, არ ნიშნავს, რომ არსებობის უფლება არ აქვს. ძალიან გამიხარდება კრიტიკის მოსმენა, ქილიკი მეც კარგად გამომდის.

ნამდვილად დროა, ძვირფასო მეოთხე ხელისუფლებავ, გარედან შეხედოთ საკუთარ თავებს, ეს თქვენ ძალიან დაგეხმარებათ.

ავტორი: ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

"ნეიშენ ჯორჯია"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა